რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილს განსაკუთრებით აინტერესებდა ბელეტრისტული თხზულებები.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს წელიწადში 600 მანეთის ოდენობის პენსიას უხდიდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ქართველი კანდიდატები იყვნენ: ნიკო ჯაყელი, გრიგოლ ელიავა, სამსონ ელიაშვილი, ივანე კაკაბაძე და ივანე კახიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ მათე ნიკოლაძე, როსტომ აღა-ზადე, მემედ მჟავანაძე და ნიკოლოზ წერეთელი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 ივლისს ბორჯომში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ეგნატე გედევანოვი, პავლე მჭედლიშვილი,მიხეილ და ნიკოლოზ ნაკაშიძეები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ლობჟანიძის თაოსნობით ქუთაისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების განყოფილება უნდა დაეარსებინათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილის ინიციატივით სოფელ მესხის სკოლის ძველ ნაწილს ახალი შენობა დაემატა გვერდით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილმა სოფელ მესხის სკოლაში გარეშე სოფლებიდან მოსიარულეთათვის მესხში ღამის გასათევი გამოძებნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გორის მაზრის სოფელ წითელ საყდარში თათართა შემოსევას შეფარებულ ლტოლვილთა შორის იმყოფებოდა ვასილ კოპტონაშვილი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა თავისი ნაწერების ნაწილი აღმოაჩინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში, რომელიც ცენტრალურ არქივში იყო განთავსებული.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩენილი თავისი ნაწერები რემინგტონის საბეჭდ მანქანაზე გადმოაბეჭდინა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ქართულის მასწავლებელი იყო სოფელ თოკის, ხერთვისის, ვარევანის, „საქველმოქმედო საზოგადოების“ და სახალხო სადირექციო სკოლებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი მანგლისის ახლად გახსნილ პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ვასილ კოპტონაშვილი ახალქალაქის რაიონის სოფელი კოთელიიდან ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922-1932 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ცხოვრობდა მამა-პაპისეულ სახლში ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1932 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში სახლობდა და ეწეოდა მეურნეობას.