რეგისტრირებული ფაქტები89432
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ფილიპე მახარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ალექსანდრე თევდორეს ძე მიასნიკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს მამია ორახელაშვილი ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს სერგო ორჯონიკიძე ამიერკავკასიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ბუდუ მდივანი ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგეი კიროვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში კოტე ცინცაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს კინოთეატრებში მიხეილ ჭიაურელის მონაწილეობით პირველი ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი“ („გენერალ გრიაზნოვის მოკვლა“) აჩვენეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალ-მარტში შალვა ნუცუბიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძე მე-4 შულავერის სანაპირო რაზმის ლეიტენანტი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე იყო რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს აბელ შევალიე იყო საფრანგეთის წარმომადგენელი საქართველოში და უმაღლესი კომისარი კავკასიაში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს სამსონ დათეშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კრედიტის გახსნა სთხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს ლევან მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ილია ჭავჭავაძის (გედევან. გამოცემა) სურათების კლიშეები სთხოვა თავისი „ქართული ანდაზების კრებულისთვის“. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო დედაბრიშვილის განცხადება ხაზინადრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დედაბრიშვილისთვის დახმარების სახით 15 000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით ჯმუხაძემ საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობისთვის საზოგადოების მაღაზიაში ერთი კუთხის დათმობა ითხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

