საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს შიო ალექსის ძე ჩიტაძე ქართული გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის ლექსი „კუჭი*.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილმა ლექსი წაიკითხა.

1877

ტიპი: ღონისძიება

თეოფილე ხუსკივაძემ 1877 წელს პირველად გორში გამართულ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაასრულა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მინდობილობით გორის მაზრის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს გამართულ ქუთაისის სოფლის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილი საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ს. ნ. ტიმოფეევმა წაიკითხა მოხსენება ხვნა-თესვის შესახებ.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა ხელმოწერით დაადასტურა არტემ ახნაზაროვის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დაიბადა არტემ ახნაზაროვი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივლისში არტემ ახნაზაროვმა დაიწყო მუშაობა გაზეთში „თეატრი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლიდან 1903 წლამდე არტემ ახნაზაროვი იყო გაზეთის „ივერია“ მუდმივი თანამშრომელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევებული არტემ ახნაზაროვი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლამდე არტემ ახნაზაროვი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს არტემ ახნაზაროვი დაითხოვეს ოდესის უნივერსიტეტიდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო არტემ ახნაზაროვმა ვერ შეძლო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ოდესიდან თბილისში დაბრუნებული არტემ ახნაზაროვი სამი წლის განმავლობაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის თებერვალში არტემ ახნაზაროვი მიიწვიეს თანამშრომლად ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ გაზეთში „ივერია“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გამოიცა არტემ ახნაზაროვის ლექსების კრებული.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვასილ აბაშიძე იყო გაზეთ „თეატრის“ რედაქტორი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1929 წლებში არტემ ახნაზაროვი მსახურობდა იურისტ-კონსულტად განათლების სახალხო კომისარიატში.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს არტემ ახნაზაროვს თვალის დაავადება დაემართა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს არტემ ახნაზაროვმა განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობა თვალის დაავადების გამო შეწყვიტა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გზათა ინჟინერი რაჰიმ-ბეკ ახუნდოვი შავი ზღვის განყოფილების უფროსად დაინიშნა და ტუაფსეში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ნოემბერს გამართული მარგანეცის მრეწველთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო ინჟინერი აბრამ ცეიტლინი.