საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92915

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას მამა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა და დირექცია საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ზესტაფონის სამეურნეო–საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკის საბჭო და გამგეობა მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს საბჭოს წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის სამაზრო კომიტეტი უღრმეს მადლობას უცხადებს ყველას, ვინც 31 აგვისტოს სამაზრო კომიტეტის წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ვაჭრები უღრმეს მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს მათი მეგობრის და საზოგადო მოღვაწის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ელინკა, შვილები თამარი, ლეო, მედეა და გივი, ძმა ლასო, რძალი სონა შვილებთან ერთად, ნათესავებს და ნაცნობებს ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალებას აუწყებენ. დაკრძალვა 31 აგვისტოს ქ. ზესტაფონში, წმინდა ნინოს ეკლესიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ ზესა, ნესტორ გაბრიელის ძე და ავგუსტა ანდრიას ასული გვამიჩავები, ნათესავებს და ნაცნობ-მეგობრებს აუწყებდნენ, რომ შვილის, ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას გარდაცვალების წლისთავზე კუკიის ეკლესიაში გადაიხდიდნენ წირვას, ხოლო საფლავზე − პანაშვიდს.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ნაძალადევის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ჭეიშვილი 1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანებით, ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორი ქეთევან ღოღობერიძე განთავისუფლდა თანამდებობიდან თავისი თხოვნის თანახმად 1-ლი სექტემბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფერდინანდ ბეთანელი, ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი, ბათუმის ქალთა გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი სექტემბრის „ერთობაში" გალაკტიონ ტაბიძის „გოტიეს“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: აბრაამ ვალდბაუმი, აბრაამ მოისელსონი, ვლადიმერ ლემოსი, ალექსანდრე ანტონოვი, ვასილ მაისეევი, გრიგოლ მზარეულოვი, იოსებ მანთაშიანი, ემილ რაისნერი, ი. ავდიევი, ვ. კასპარიანცი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ანა ბაბანოვა, ალბერტ ლამპარტერი, ვლადიმერ ლისტენგარტენი, ევგენი ლევრენი, აკოფ ყულიჯანოვი, ვლადიმერ კორსაკი, მიხეილ კლიმოვსკი, არსენ კირაკოსიანი, ალექსანდრე დრობიშევსკი, ვიქტორ ჯანჯღავა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე ტუტუნოვი, სურენ სტეპანიანცი, ალექსანდრე შტოლი, ვართან შერმაზანოვი, სერგეი ჟურავლევი, ბორის კუზმიჩი, ლეონტი ივანოვი, რუდოლფ გეიმახი, ო. სოკოლოვი, აკოფ პოღოსოვი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის პირველ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სერგო არუთინოვი, ილია აღა-ნასიროვი, აარონ რახმანი, შაქარა ოჰანესიანცი, ვლადიმერ ოსინსკი, ოჰანეს ოჰანესიანცი, პავლე რადინი, აკოფ სააკიანცი, მესროპ სააკიანცი, იულია ტრესკინსკაია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ევგენი გერასიმენკო, გიორგი გერასიმოვი, არამ გალუმოვი, ა. გროსი, გრიგორ ბართაზარიანი, ლეონ ბოგდანოვი, იაკობ ბიხოვი, ბორის ბუნიმოვიჩი, სტეფანე ბასტამოვი, კარლ ანდრეოლეტი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ შემდეგი პირები: ვლადიმერ გუბეცი, აშოტ ბადალიანი, ელენა გაზარიანი, მიხეილ ივანოვი, სუმბათ შახნაზარიანი, რიჩარდ შულცი, ალექსანდრე კირილოვი, სურენ მანუელიანცი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ გ. ავაკიანცი, ვახუშტი მამაცაშვილი, პ. ოჰანესიანი, ნიკოლოზ შანიშევი, დიმიტრი კუროჩკინი, ალექსი ფარცხალაძე, ნინა მილოვა, ვლადიმერ რომანოვი, გევორქ გევორქიანი, სერგო კალანტაროვი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლი სექტემბრისთვის თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ქსენია ცერცვაძე, ივანე მიხელსონი, ალექსანდრე ასაბაძე, დიმიტრი ბონდარევი, ვერა ტაბურჩინსკაია, ბორის ანისიმოვი, ნიკოლოზ მუხინი, ირაკლი ჩილიკიდი, ალექსანდრე ნონიკოვი, ბორის მეისონი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ა. მელიქ-დანელიანცი, ვლადიმერ კავკასიძე, გიორგი რობაქიძე, იბრაჰიმ ზეინალოვი, სურენ სარქისიანი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის პირველ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: კონსტანტინე კალანტაროვი, ვლადიმერ კოპეცი, ალექსანდრე შლემოვი, ნიკოლოზ კოვალევი, ნ. გოროდეცკი, თედორე ხუდადოვი, აბრაგ მაისურაძე, დავით გამრეკელი, კონსტანტინე იანოვსკი, მიხეილ კობახიძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის პირველ სექტემბერს თბილისის უმღლეს საინჟინრო სასწავლებლში ირიცხებოდნენ: გიორგი იოსებაშვილი, მიხეილ თორაძე, გიორგი ხოშტარია, რ. ტერ-გრიგორიანი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე ნასიძე, მიხეილ მეიფარიანი, ვლადიმერ კოლოსოვსკი, ლავრენტი კახაძე, ვიქტორ გოცაძე.