რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის კადეტთა კორპუსის დირექტორი, გენერალ-მაიორი კიჩევი სამსახურიდან დაეთხოვა, მისი ადგილი დაიკავა დონის კადეტთა კორპუსის ინსპექტორმა, პოლკოვნიკმა სიმონოვმა.
1850
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მგოსანი დავით სოლომონის ძე გივიშვილი 1850 წლის 3 ნოემბერს დაიბადა ავლაბარში.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს „ოტელო“ ვალერიან გუნიას, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის (კორიშელის) და სხვ. მონაწილეობით.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლის 24 აპრილს აირჩიეს ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებელის მზრუნველი კომისია, რომლიც წევრები იყვნენ: ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელი, პატრე ლაღიძე და იაგორ ყურკაციშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 ივნისს სახალხო სახლში ნიკო კავსაძის ხელმძღვანელობით სანდრო კავსაძის კონცერტი გაიმართა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე I მსოფლიო ომში ხელში დაიჭრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძეს ქართველთა ცხენოსანი ლაშქრის შედგენა ჰქონდა მინდობილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ხელოსანთა კლუბში გამართულ პირველ ლიტერატურულ დილაზე დაუკრეს და იმღერეს ჰ. პეტროსიანცმა, ი. ტერ-არუთინოვმა, მარტიროზოვმა და სხვ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს ჰენრიხ თეოდორეს ძე მადერმა თბილისში პირველი ასოთჩამომსხმელი ქარხანა დააფუძნა.