რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი მზარდობით
1876
ტიპი: გარდაცვალება
1876 წლის 10 იანვარს ხონჭიორის (მეორე) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი გიორგი მარკოზის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის მარტის დასაწყისში გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროების“ დაარსების ათი წლისთავზე ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას მოაწერეს ხელი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 2-3 მარტს ილია ჭავჭავაძე და დავით ავალიშვილი გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მონაწილეობის მსურველთა სიებს ადგენდნენ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე და საქონლის გატაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონპლეზირის ბაღში გამართულ გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე სიტყვით გამოვიდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 24 მარტს გაზეთ „Кавказ“-ში ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორთა ხელმოწერით ბანკის მუშაობის პირველი წლის ანგარიში დაიბეჭდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 20 აპრილს ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ილია ჭავჭავაძე ბანკის დირექტორად ბესარიონ ღოღობერიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის საკითხებზე სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელთან და ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირების გამო გაზეთ „დროების“ რედაქცია დატოვა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წლის მაისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაცია „პრიკაზის“ ვალების სათავადაზნაურო ბანკში გადასატანად მთავრობაში წარსადგენი განაცხადი უნდა შეედგინა. ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის წევრად აირჩიეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს მღვდლებმა: სფ. ფირანოვმა და გიორგი მრევლიშვილმა უარი განაცხადეს თავიანთი ჯამაგირიდან გაეღოთ შემოწირულობა სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.