რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს კონდრატე ინასარიძე იყო ფოთის უძრავი მამულების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრმა ნ. პ. კოკჩაევმა და საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე არშაკ ბაბოვმა გ. კანდაროვის პურის საცხობი დაათვალიერეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ თბილისის სასანიტარო ისპექტორის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას ასრულებდა ექიმი თარხანოვი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბორჯომში იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კაზიმარ საველის ძე ცხომელიძის მონაწილეობით ქართულად პირველად წარმოადგინეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კაზიმირ ცხომელიძის მონაწილეობით ქართულად პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.