რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905-07 წლებში ალექსანდრე ნათაძე განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ნუხის პირველდაწყებით უმაღლეს საქალაქო სკოლაში მუშაობდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს. მან ამ თანამდებობაზე 22 წელი იმუშავა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ პენსიაზე გასვლის შემდეგ ბათუმის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 აგვისტოს სურამში იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით სამხიარულო საღამო უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა იმედაშვილისა (კავთელის) და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის შემოდგომაზე გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე იაკობ ფანცხავა გაკვირვებული დარჩა, რომ განსახილველ საკითხთა შორის არ იყო მოუსავლიანობის დროს დაზარალებული მოსახლეობის შიმშილისაგან დახსნის გზები და თავად დააყენა ეს საკითხი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისში რუს მსახიობთა დასთან ერთად ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლი შეასრულა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობის სანაცვლოდ ყოველდღიურად ორი კერძისგან შემდგარ სადილს იღებდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეპეტიტორობის დამსახურებით იაკობ ფანცხავა კარგად იკვებებოდა, რაც დიდი იშვიათობა იყო ხელმოკლე სტუდენტისათვის.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ოდესაში წაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკის წერეთლის ლექსთა კრებულები.