რეგისტრირებული ფაქტები83426
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს ქუთაისის საბჭოს ხმოსანმა სოლომონ იოსების ძე წერეთელმა მოხსენება შეიტანა ქალაქის გამგეობაში, ურჩევდა, სახელმწიფოს ქუთაისიდან რიონის სადგურამდე საღორიის ტყეში ელექტრონული ტრამვაისათვის რკინიგზის ლიანდაგი გაეყვანა, რითიც ქალაქს დაეხმარებოდნენ. რკინიგზა საღორიაში მამულების ფასს გაზრდიდა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გზას ვერ გაიყვანდა, ს. წერეთელი საკონცესიოთ საქმის მისთვვის გადაცემას ითხოვდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა წერილობით დაადასტურა ნინო ტატიშვილ-ყიფიანის პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის სისწორე.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკიას თხზულება „წარსულიდან“ ლიტერატურის მუზეუმის არქივში ინახებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია შიო დედაბრიშვილისა და სოსო ლაღიაშვილის დახმარებით ეცნობოდა იმდროინდელ, მოწინავე იდეების გამტარებელ რუსულ და ქართულ პერიოდიკას, კერძოდ, რუსულ „Современник“-სა და „ Отечественные записки“-ს და ქართულ ჟურნალებს, „კრებულსა“ და „იმედს“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში ივანე ოდიშარიას სახლში მარტვილის სასულიერო სასწავლებლის არაერთი მოსწავლე რჩებოდა საცხოვრებლად.