რეგისტრირებული ფაქტები80906
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი ავადმყოფობისა და უნივერსიტეტის დახურვის გამო დედასთან ერთად ოდესიდან საქართველოში დაბრუნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს დუტუ მეგრელი ოდესაში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, დედამისი კი საქართველოში დარჩა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დაბრუნებულ დუტუ მეგრელს სტუდენტურ წრეებში აქტიურობა ხშირი ავადმყოფობის გამო აღარ შეეძლო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობაზე ოდესიდან წარდგენილ იყვნენ ორნი, იაკობ ფანცხავა და მეორე დელეგატი, რომელიც ყრილობაზე არ გამოცხადებულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, რამდენიმე წინადადება ერთხმად იქნა მიღებული.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, დაისვა საკითხი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ სომეხი სტუდენტების მიმართ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, შეადგინეს განხილული საკითხების ოქმები.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე შედგენილი ოქმების თითო ეგზემპლარი ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველ სტუდენტებს გაეგზავნა. ოდესის უნივერსიტეტის დელეგატი ამ შეხვედრაზე იაკობ ფანცხავა იყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სტამბა, სადაც ლუარსაბ ხელაძე მუშაობდა, გადავიდა გოლა ჩიტაძის სახლში, ეგზარხოსის მოედანთან მდებარე ჩიხის №7-ში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს პატარა სტამბა, რომელზეც ლუარასაბ ხელაძე და მისი მეგობრები ბეჭდავდნენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, დაიკარგა.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლიდან ქუთაისში სასწავლებლად გადასული დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ნიკო დადიანთან ცხოვრობდნენ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლიდან დუტუ მეგრელის დედა მარიამი ნიკო დადიანის მეუღლის მომვლელად მუშაობდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის მაისში დუტუ მეგრელი დანიშნეს გადასახადთა ინსპექტორად ოლთისში, სადაც მას გაჰყვნენ დედამისი, მისი გარდაცვლილი ბიძის პატარა ვაჟი და პეტრე გელეიშვილი, ბავშვის მასწავლებლად და დამხმარედ კანცელარიაში.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ქუთაისში დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.