რეგისტრირებული ფაქტები83608
სორტირება თარიღი მზარდობით
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1931 წლებში გიორგი სამხარაძე მუშაობდა მე-8 შვიდწლიანი სკოლის დირექტორის მოადგილედ ქუთაისში.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1934 წლებში გიორგი კაჭახიძე მუშაობდა მასწავლებლად რკინიგზის მე-8 სკოლაში, თბილისში.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1931 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის კოლმეურნეობის მოანგარიშედ.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წლიდან კონსტანტინე მეძველია თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი იყო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 26 იანვარს ალექსანდრე მგელაძემ გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ 1930 წლის პირველ თებერვალს 1 წელი სრულდებოდა, რაც პენსიის საკითხის მოგვარებას ცდილობდა. შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 27 იანვარს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მისი წიგნი გამოვიდოდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 13 თებერვალს ევგენი გეგეჭკორი ვარშავიდან მთავრობას სწერს, რომ მათმა დელეგატებმა თავიანთ უფლებებს გადააცილეს და დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ რასულსა და ვექილოვს ამან მხოლოდ გემო გაუღვიძა, ესეც ფრიად საკმარისია მათი სულიერი განწყობითვის.