რეგისტრირებული ფაქტები90017
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა კესარია ღოღობერიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლიდან დავით კლდიაშვილი ხშირად დადიოდა სოფლებში, სადაც დიდძალი მასალა ხვდებოდა ლიტერატურული საქმიანობისათვის.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გენერალ-სიმუს სუვოროვის გარდაცვალებიდან ასი წლის აღსანიშნავად ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარში გადაიხადეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმმართებლის თანაშემწე ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე, გენერლები, ოფიცრები, ასევე თავადაზნაურობისა და ქალაქის სხვა წარმომადგენლები.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში შიო მღვიმელმა ძმასთან ერთად შილდისკენ მიმავალ გზაზე პირველად იმგზავრა მატარებლით.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელი და მისი ძმა გიორგი თბილისში ჩავიდნენ, საიდანაც მატარებელი კახეთისკენ მიემგზავრებოდა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 21 იანვარს თბილისის სამსჯავრო და სასამართლო პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ტიბერ ვერჟბიცკი და ამიერკავკასიის სამიჯნაო პალატის უფროსი წევრი ა. ლისოვსკი დანიშნეს თბილისის სამსჯავრო პალატის წევრებად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს ამ თხზულების ნაჩქარევად დაწერის გამო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ ავადმყოფობის გამო საკმაოდ უხეირო ნაწარმოები გამოუვიდა და ამის გამო ბოდიშს უხდიდა ივანე გომართელს.

