რეგისტრირებული ფაქტები90023
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალ მელანიას დამკრძალავი კომიტეტის ცნობა განსვენებულის შრომების შესახებ. მისი ნაშრომი „ბნელო“ საზოგადოებამ დაბეჭდა 2 000-იანი ტირაჟით და ჰონორარიც სრულად გადაუხადა მწერალს. მან თავისი ნაწერების გამოცემის უფლება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. გამგეობამ დაადგინა, განსვენებულის ოჯახისთვის 25 000 მანეთი მიეცა მომავალი ჰონორარიდან.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მწერალ მელანიას დამკრძალავმა დროებითმა კომიტეტმა ამცნო, რომ მწერლის გამოსვენება შედგებოდა ოთხშაბათს 9 თებერვალს, შემდეგ ცხედარს გადაასვენებდნენ სოფელ მელაანში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ და პრეზიდიუმის განმარტება ამ მოხსენების გამო. სხდომამ განხილული საკითხი ცნობად მიიღო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე იაკობის ძე ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 თებერვალს სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში წესს აუგებდნენ და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს გორელმა თავადმა ვ. დავითაშვილმა ევგენი გეგეჭორი მიიწვია ქართულ ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილი ევგენი გეგეჭკორს თავის წერილში ქართულ ლიტერატურულ საღამოზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ნიშნავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის ევგენი გეგეჭორისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ლიტერატურულ საღამოზე იგი წაიკითხავს მოხსენებას პავლე მოსულიშვილის პიესის "შენ ხარ მზეს" შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის გაგზავნილი წერილის თანახმად, ქართულ ლიტერატურულ საღამოს დაესწრებოდნენ სხირტლაძე და შალვა ამირეჯიბი. სპირიდონ კედია ბილეთების გავრცელებას უზრუნველყოფდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის მეუღლე ნინო ნიკოლოზის ასული ზურაბიშვილი იყო.

