საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80958

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 ივნისის „ცნობის ფურცელის" მიხედვით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს მიხეილ თამამშევმა შესწირა Khatoff-ის „Carte de la Georgie-1828".

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის ორი ქალიშვილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის ქალიშვილი სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს მისი ნაწარმოები „სამი ცელქი“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის პოემა „ძუნწი და ნატვრა“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის საყმაწვილო კრებულები, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შიო მღვიმელის სკოლის მეგობარი ლადო ხმალაძე, ვის ოჯახშიც შიო 1883-1887 წლებში ცხოვრობდა, წარმოშობით სოფელ აძვიდან იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს ლაიფციგიდან მიხეილ თამამშევისგან მოუვიდა შემოწირულობად წიგნი „Geschichte der Staaten von georgien, 1788", შედგენილი გეორგ აუგუსტოს ბრეიტენბახის მიერ. გამგეობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლაიფციგში თამამშევს საინტერესო შემოწირულობისთვის.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში ჩაინიშნა სახელმწიფო ქონებათა სამმართველოსა და მოქალაქე ნაზარ ნაზარბეგოვს შორის სოღანლუღში ბაღის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, აუცილებელი იყო კავკასიის მთებში მიმოფანტული ხალხების ერთ სახელმწიფო საზღვარში მოქცევა და ერთიან კავშირში გაერთიანება.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 8 მარტს მეათე კლასის კანცელარიის ჩინოვნიკი კონსტანტინე ჯავახიშვილი დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დაინიშნა დავით სააზოვსა და ნიკოლოზ თამამშოვს შორის საგაბაშვილოს მამულში მდინარისპირა მიწის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა ზაქარია ბარათაშვილის სარჩელის განხილვა სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სადავო მამულის თაობაზე.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 1-ელ მარტს მეხუთე კლასის საკუთარი მინდობილების ჩინოვნიკი ალექსანდრე პაპარიგოპულო დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს დეპარტამენტის ვიცე-დირექტორად.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 7 მარტს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის მაზრის მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი მამუკა ორბელიანი დაინიშნა დუშეთის მაზრის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 აპრილს გორის ადგილობრივ კლუბში მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ კონცერტზე  დები თარხნიშვილების გუნდმა შეასრულა შემდეგი ნაწარმოებები: „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „მუშური“, „ოროველა“, „ურმული“, „მე რეგვენი პატარძალი“, „ნანა კახური“, დამუშავებული მარო თარხნიშვილის მიერ. კლუბი სავსე იყო მსმენელით.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 21 ივნისს თბილისში მოეწყო ქალაქის გარნიზონის სამხედრო ნაწილების საზეიმო დათვალიერება, რომელსაც დაესწრო საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი და კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 1-ელ მარტს მეექვსე კლასის განსაკუთრებული მინდობილობის ჩინოვნიკი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი დაინიშნა მეხუთე კლასის იმავე თანამდებობის ჩინოვნიკად ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრეს სამმართველოში.