რეგისტრირებული ფაქტები90024
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლავრენტი მიხეილის ძე ქარუმიძე ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის მამა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაკრინე თევდორეს ასული ქარუმიძისა ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის დედა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ და ძმათა სასაფლაოზე სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელს სამხედრო ტაძარში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილს ქაშვეთიდან გადაასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის რვაკილომეტრიან მონაკვეთს გადარჩენილ იუნკერთა ორი ჯგუფიღა იცავდა – კაპიტან დავით მაჭავარიანისა (თორმეტკაციანი) და კაპიტან ალექსანდრე ალავიძისა (რვაკაციანი).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ბოლშევიკები უტევდნენ ფრონტის მარჯვენა ფრთას, რომელსაც გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 24 თებერვალს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი გენერალ არტემ ჯიჯიხიას ნაცვლად ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის მარცხენა ფრთის უფროსად დაინიშნა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს სოფიო ს...სვამ, მ.ჯანგველაძისამ და ვერა კალანდაძისამ 2000-2000 ლარი, ანა თანდილაშვილმა - თანხა უცნობია.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
ანანია ანდრიას ძე სტურუა პირველად დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ და იჯდა საპყრობილეში 2 დღე.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.
1921
ტიპი: თანამდებობა
ალბერტ ტომასი (1878-1932), ფრანგი სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პირველი დირექტორი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ლეონ ვიქტორ აუგუსტ ბურჟუა (1851-1925) იყო ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, ერთა ლიგის პრეზიდენტი, 1920 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.

