საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ კანონიერად ცნო ხმოსანთა არჩევნები; ხმოსანთა რაოდენობიდან გამორიცხა ბლეტკინი, რომელმაც კენჭების თანაბარი რაოდენობა მიიღო, ასევე კ. ს. სარქისოვი, რომელსაც არ ჰქონდა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, თხოვნის თანახმად – გრიგოლ დიასამიძეც. მათ მაგივრად კანდიდატებად წამოაყენეს ვ. ს. სარაჯიშვილი, ფ. გეინი და ნ. გრიქუროვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 7 ნოემბერს გამართულ პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებაზე ივანე თაიროვმა წაიკითხა მოხსენება. იგი ფინანსთა მინისტრთან ითხოვდა შუამდგომლობას სადაზღვევო საზოგადოების სინდიკატის გაუქმებაზე. თაიროვის თქმით, სინდიკატს გავლენა ჰქონდა პურის ფასის მატებაზე.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ზოსიმე ჩაჩუა ხეთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია მამამ ხეთის სკოლის მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას მიაბარა ქართული წერა-კითხვის სასწავლებლად.

1876

ტიპი: მფლობელობა

1876 წელს ხეთის სკოლის მასწაველებლ ზოსიმე ჩაჩუას პანსიონი ჰქონდა გახსნილი მოსწავლეებისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ხეთის სკოლის პანსიონში თედო სახოკიას გარდა კიდევ ორი მოსწავლე ცხოვრობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს, ხეთის სკოლის პანსიონში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, მზარეული ამავე სკოლის მოსწავლე, 14-15 წლის ყმაწვილი იყო, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ხეთის სკოლაში სწავლისას თედო სახოკია დანარჩენ მოსწავლეებს რუსულ ენას ასწავლიდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ხეთის სკოლაში შესვლიდან ერთ თვის მერეც უჭირდა ქართულად საუბარი, რადგან სწავლაში არავინ ეხმარებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია ოჯახთან ერთად სოხუმიდან ხეთაში გადავიდა საცხოვრებლად.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სკოლა, სადაც თედო სახოკია სწავლობდა ხეთაში, მისი სახლიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს შიო იოსავასთან სახლობის დროს თედო სახოკია მასთან დიაკვნად მსახურობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიამ რუსული ლოცვები და გალობა იცოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია შიო იოსავას გლეხებთან სუფრის საკურთხებლად ხშირად დაჰყავდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოს ბოლოს ტიმოთე სახოკიამ შვილი მარტვილში ჩაიყვანა და იქაურ საწავლებელში წარადგინა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს შიო იოსავასთან ცხოვრების პერიოდში თედო სახოკიასთვის ქართული არავის უსწავლებია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თბილისში თანამშრომლობდა სალიტერატურო გაზეთებთან.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს შიო არაგვისპირელმა რედაქციებში დასარიგებლად თავისი ნაწერები გადასცა მეგობარს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ებრაელმა ექიმმა იაკობ ბარდახმა დუტუ მეგრელის სიკვდილისგან დახსნით დედამისის, მარიამის სამუდამო მადლიერება მოიპოვა.

1890

ტიპი: თანამდებობა

ექიმი იაკობ ბარდახი, რომელმაც 1890-იან წლებში ოდესაში არაერთ ქართველს უმკურნალა, შემდეგ პროფესორი-ბაქტერიოლოგი გახდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1893 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გამო დუტუ მეგრელს ექვსი წლის განმავლობაში უწევდა საქართველოსა და ოდესას შორის მოგზაურობა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლიდან დუტუ მეგრელს ხშირად უწევდა ლექციების გაცდენა ოდესის უნივერსიტეტში ავადმყოფობის გამო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს სემინარიის პანსიონი თედო სახოკიას უზრუნველყოფდა საჭმლით, ტანსაცმლით, ბინით, თვეში სამი გირვანქა შაქრით და სახელმძღვანელო წიგნებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს მეექვსე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ჟორდანია პირველკლასელებთან საჯაროდ განიხილავდა სხვადასხვა სარწმუნოებრივ საკითხებს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაიას შინ ხშირად სტუმრობდნენ სემინარიელები.