რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ივლისს ბორჯომში მჟავე წყლის სათეატრო შენობაში წარმოადგინეს „ხანუმა“, რომელშიც მონაწილეობდა ნ. ჯავახიშვილისა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 აგვისტოს სიღნაღში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობით „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს შორაპანში გამართულ წარმოდგენებში „Жертва эгоизма“ და „დედისერთა“ მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, პ. ვლადიმიროვი, ა. წულუკიძე, ა. კახეთელიძე, ოლ. ალ. არეშიძე, ცაგურია, ლუბა ალექსანდრეს ასული ვაშაკიძე და სხვ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 მარტში გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს მამია ორახელაშვილი ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ავტონომიის მომხრეებს სურდათ შეეკრიბათ 40-კაციანი ასამბლეა, რომელიც გადაწყვეტდა ავტონომიის საკითხებს, მაგრამ, რადგან ბათუმში ქართული ჯარი იდგა, ეს გადაწყვეტილება კანონიერი არ იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ალექსანდრე სვანიძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

