საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე ს. ბახტაძე სთხოვს ნებართვას, შეიძინოს ქუთაისში წიგნები ნაღდ ფულზე მაღაზიისთვის. გამგეობამ დაადგინა, წიგნების შეძენის ნება მიეცა ბახტაძისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ახალციხეში დაარსებული კოოპერატივი „მესხეთის“ გამგეობის წარმომადგენელი ზ. დიდიმაშვილი სთხოვს წიგნებს ნისიად თავისი კოოპერატივისთვის. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. გამგეობამ დეკემბრიდან მოსამსახურეებისთვის მათი ჯამაგირებიდან ავანსის სახით 500 000-დან 800 000-მდე მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმმა წარადგინა ახალი წესდების პროექტი, რომელიც გამგეობამ მოიწონა და განსახილველად რწმუნებულთა საზოგადო კრებას გადასცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა აერჩიათ თავმჯდომარის ამხანაგი. ეს ღონისძიება გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს გამგეობის მიერ არჩეული დეპუტაციის მოხსენება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აუწყეს, რომ 1921 წლის 22 დეკემბერს წერა-კითხვისგამავრცელებლი საზოგადოების სალაროში აღმოჩნდა დეკრეტის ძალით გაბათილებული ფულის კუპიურები, სულ 169860 მანეთი. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს ფაქტი. თანხა ჩამოიწერა ანგარიშიდან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე, ივანე მაჭავარიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სხდომაზე განიხილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამომცემელ საზოგადოებად გადარქმევის საკითხი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) მთავარ გამგეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა საზოგადოების მუზეუმის წიგნსაცავიდან სპარსული სახარების ხელნაწერი სთხოვა გადასაწერად. გამგეობამ ეს თხოვნა განჩინებით დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებელმა, ალექსანდრე მგელაძემ საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. მას საზოგადოების გამგეობასთან უშუამდგომლა ბათუმის განყოფილების გამგეობამ. ა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძემ წაიკითხა მოხსენება, რომელიც საბჭომ სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს სამი განყოფილება: სააღმშენებლო, მექანიკური და სამთამადნო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივლიანე გოგოლაშვილი სთხოვს ერთდროულ დახმარებას. გოგოლაშვილი ყოველთვიურად იღებდა 2000 მანეთს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს ერთ მილიონ მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1924 წლებში გ. დევდარიანი საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივანი იყო.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წელს გიორგი სალუქვაძე პირველად დააპატიმრეს ქ. ოზურგეთში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის საგანგებო კომისიის განკარგულებაში, ნოემბერში კი გაათავისუფლეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი მუშაობდა გაზეთში „მუშა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს მიღებული ჰქონდა „კომერციული“ განათლება, პროფესიით იყო ბუღალტერი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 10 ოქტომბერს 19 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი კონტრრევოლუციონერობისთვის დააკავეს. ბრალდების თანახმად, ფირცხალაიშვილი ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის წევრი იყო. იგი დააკავეს 1 წლით, თუმცა საქმის ხელახალი მოსმენის შემდეგ 2 წელი მიუსაჯეს.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილმა დაამთავრა ბათუმის ტეხნიკუმის 3 კლასი.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წელს დააკავეს გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლამდე, დაკავებამდე, გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე სამტრედიაში ასწავლიდა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს ჰყავდა: მამა, რაჟდენ გრიგოლის ძე – 57 წლის, ყოფილი მასწავლებელი; დედა, მარიამ ივანეს ასული – 54 წლის; და, ელენე – 23 წლის; ძმა, ივანე – 19 წლის, მცხოვრებნი დიდ ჯიხაიში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს სოფ. ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.