საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83632

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მუჰთარ ბეიმ ხოფაში მყოფ მეჰმედ ედიბს მისწერა, რომ იმ დროისთვის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გადადებული იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმში გაიმართა 40-კაციანი ასამბლეის არჩევნები, რომელზეც საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის მომხრე 31 დეპუტატი აირჩიეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 თებერვალს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, მუდმივად მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს მოთხოვნათა შესახებ, რათა საქართველოს მთავრობის მოწოდებებისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ღამბაროვი ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ი. დგებუაძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფებოდა და საზღვარგარეთ გასახიზნად ემზადებოდა, სპეციალურად გამოეგზავნა ცარიელი ვაგიონები, რათა რკინიგზის გამოყენებით ბათუმში წითელი არმიის ნაწილების შეყვანა დაეჩქარებინა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში ღამბაროვი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში ი. დგებუაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მრჩეველი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარს, გიორგი ჩიჩერინს ნოტა გაუგზავნა. საქართველო რუსეთს სთავაზობდა, გაერთიანებულიყვნენ დასავლეთის იმპერიალიზმის ზეწოლის წინააღმდეგ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 1920 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, იმავე წლის 8 სექტემბერს ასამბლეის ბათუმის ოლქის დეპუტატები ფევზი, ნურედინ და აკიფ ბეგები სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაქმნელად ბათუმში ჩამოვიდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბათუმში მემედ აბაშიძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს საქართველოს რევკომის რწმუნებულმა მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას უნდა ეცნო საქართველოში მომხდარი გადატრიალება და ეღიარებინა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ თურქეთის არმიის გენშტაბს მისწერა, რომ ერთ რაზმს ართვინ-არდაგნის ასაღებად ამზადებდა, თავის საკავალერიო პოლკს კი ორ ეშელონად ზართაშისკენ წინსვლა უბრძანა, რადგან, თუ მათ ბოლშევიკები დაასწრებდნენ და ამ ტერიტორიას დაიკავებდნენ, მისი უკან დაბრუნება გაჭირდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძის დაჟინებით აბელ ენუქიძემ ბათუმისკენ დაძრული წითელი არმიის დაჯგუფებისთვის მიცემული შეტევის ბრძანება გააუქმებინა, მაგრამ ჟლობას ნაწილის წინსვლა არ შეუჩერებიათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17-18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რწმუნებულმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ საქართველოს რევკომის დელეგაციას განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს გამოიყენებდა საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის დასაცავად და ბათუმის დაპყრობას ოსმალეთის მიერ ხელს არ შეუწყობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვარ-თებერვალში ხოფიდან ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებში მეჰმედ ედიბი თურქეთის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ურჩევდა, მაგრამ თურქეთი ლონდონის კონფერენციის დასრულებამდე ასეთ მოქმედებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 მარტს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ იგი თურქეთის მთავრობის ინსტრუქციებს ისლამურ საზოგადოებას გადასცემდა და მათი ქმედებები არ შეეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

კიაზიმ ყარაბექირ ფაშას 1921 წლის ერთ-ერთი წერილის მიხედვით, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, რადგან მას ბოლშევიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი გიორგი ჩიჩერინი წერდა, რომ რუსეთი აღიარებდა 1920 წლის მაისში საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს, რომლის მიხედვითაც არდაგანი და ბათუმი საქართველოს რჩებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ოლქის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ სურდა საქართველოს მთავრობა, ბოლშევიკებს უჭერდა მხარს და ბოლშევიკების შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ თურქების მიერ ბათუმის დაკავებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ხოფაში მყოფი მეჰმედ ედიბი, რომელიც კოორდინატორი იყო ანკარასა და ბათუმის ისლამურ საზოგადოებას შორის, ინსტრუქციებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ მუჰთარ ბეისგან იღებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს, ტრაპიზონში ქართულ-თურქული დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სანჯაყ-ბეგმა ჰაიდარ აბაშიძემ თავი ბათუმის წარმომადგენლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველო იყო, იქ ქართველი ხალხი ცხოვრობდა და რელიგია მთავარი არ იყო.