რეგისტრირებული ფაქტები87070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს კიაზიმ ყარაბექირი არ ეთანხმებოდა თბილისში მყოფ ანკარის მთავრობის წარმომადგენელს, კიაზიმ დირიქს და ბოლშევიკების წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო მოქმედების დაწყების წინააღმდეგი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12-13 მარტს თბილისში თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ, თუ 24 საათში სხვა ბრძანებას არ მიიღებდა, მასთან მყოფ თურქეთის ჯარის ოფიცრებთან ერთად ქართველების მხარდამხარ ბოლშევიკების წინააღმდეგ დაიწყებდა ბრძოლას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მარტს კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინეს, რომ თურქეთმა 16 მარტს მოსკოვში ბოლშევიკებთან ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს შეატყობინა, რომ 18 მარტს ბოლშევიკებმა შექმნეს რევკომი, თავს დაესხნენ საელჩოს შენობას და თურქებს ბრძოლა გაუმართეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს შეატყობინა, რომ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით თურქებმა დაკავებული ტერიტორიები დატოვეს და ჭოროხის სამხრეთით დაბანაკდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის იანვრიდან მსახიობი აკაკი ალექსის ძე ვასაძე ასპინძის ბატალიონში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ბუდუ გურგენის ძე მდივანი საბჭოთა ხელისუფლების სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო თურქეთში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში კიაზიმ ყარაბექირმა ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის სასწრაფოდ დაკავების ბრძანება მიიღო და ახალციხის მახლობლად განთავსებულმა კავალერისტთა ასეულმა ადგილობრივ მილიციასთან ერთად ქალაქი დაიკავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართული მოლაპარაკების მონაწილე რუსეთის ყველა წარმომადგენელი ქართველი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში, როცა რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ბაქო დაიკავეს და აზერბაიჯანში სამხედრო ხელისუფლება გამოაცხადეს, სერგო ორჯონიკიძემ XI არმიის ნაწილები საქართველოსკენ დაძრა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წელს დუტუ მეგრელის დედას, მარიამს ხელსაქმეც ეხერხებოდა, ჭრა-კერვაც, ქსოვაც და ქარგვაც.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860-იან წლებში თომა ხოშტარიას კატეხიზმო და არითმეტიკა მარტვილის საკათედრო ტაძრის კანდელაკმა ეპიფანე გაწერელოვმა ასწავლა.

