საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87089

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე ბათუმისთვის იბრძოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სპირიდონ კედია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს, გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტის შემდეგ, მის ოჯახს სახლ-კარი და მამულები ჩამოართვეს.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ იულონ ფაჩულიასა და მელიტონ წულეისკირის საქმე, რომლებსაც ბრალდებოდათ ყაჩაღობა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში რუსეთ იაპონიის ომში მძიმედ დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი პეტერბურგში გადაიყვანეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ ემიგრაციაში მიმავალი მთავრობის შეპყრობის გეგმა ჩაშალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 მარტს ბათუმში სტეფანოვკის სიმაგრეებთან ბრძოლისას გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა თურქები დაამარცხეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 30-წლიანი სამხედრო სტაჟით დაბრუნდა სამშობლოში და მეორე ქართული დივიზია შექმნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, როდესაც დამარცხებულმა კიაზიმ ბეიმ ჯართან ერთად ბათუმის დატოვება გადაწყვიტა, ჯარისკაცებისთვის საგზლად ერთი დღის სამყოფი პური ითხოვა. გიორგი მაზნიაშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ოქტომბერს თბილისის დედათა პირველ გიმნაზიაში კლაუსის თავმჯდომარეობით გაიმართა მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოების კრება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ცხადი გახდა, რომ თურქეთს აჭარის მისაკუთრება სურდა, ნოე ჟორდანიამ ბოლშევიკებთან დაზავება გადაწყვიტა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ოქტომბერს მასწავლებელთა და აღმზრდელ ქალთა საზოგადოების კრებაზე განიხილეს ლოიკოსა და სხვა 53 წევრის მოხსენება საზოგადოების გაფართოებისა და წევრებად თბილისის გუბერნიის მასწავლებელთა მიღების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თედო სახოკიას მამა, ტიმოთე სახოკია რთულად შეეგუა შვილის თბილისის სასულიერო სასწავლებლიდან გარიცხვის ამბავს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ტიმოთე სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიაში შვილთან სტუმრობისას აღაშფოთა ფაქტმა, რომ სამლოცველო ოთახში მას წმინდანთა მაგივრად, „სოციალისტთა“ სურათები დახვდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ტიმოთე სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში შვილთან სტუმრობისას სამლოცველო ოთახში „სოციალისტთა“ სურათების აღმოჩენის მიუხედავად არ დაუტუქსავს თედო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ტიმოთე სახოკიამ თბილისის სასულიერო სემინარიაში შვილთან სტუმრობისას სამლოცველო ოთახში „სოციალისტთა“ სურათების აღმოჩენის შემდეგ მეზობელ ქალს ჰკითხა რჩევა თედოს მომავალზე. იგი ფიქრობდა, რომ თედო ხელმწიფის მოღალატე სოციალისტთა გავლენის ქვეშ იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდში გაიხსნა ქალთა ორკლასიანი სკოლა, რომელსაც პრინცესა სალომე დავითის ასულმა მიურატმა 40 000 მანეთის ქონება შესწირა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში „ახალი მიმართულების“, სოციალიზმის, მოძღვრების შეთვისებაში თედო სახოკიას განსაკუთრებით დაეხმარა შიო დედაბრიშვილსა და სოსო ლაღიაშვილთან გატარებული დრო.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის აღდგომის დღესასწაულზე ჩაეყარა საფუძველი თედო სახოკიას, შიო დედაბრიშვილისა და იოსებ ლაღიაშვილის მეგობრობას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილი და შიო დედაბრიშვილი მოძღვრავდნენ თედო სახოკიას, აღუწერდნენ სემინარიის იმდროინდელი ხელმძღვანელობის დამღუპველ გავლენას ახალგაზრდებზე და ახალი პროგრესული იდეებით სავსე ცხოვრებას უსახავდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სააღდგომოდ სემინარიის პანსიონში რჩებოდნენ უსახლკარო და უდედმამო მოსწავლეები ან ისინი ვისაც სამგზავრო ფული არ მოეპოვებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს შიო დედაბრიშვილი და სოსო ლაღიაშვილი უკვე ნაზიარები იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში გავრცელებულ „ახალ მიმართულებას“ − სოციალისტობას.