საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87089

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში იოსებ ჯუღაშვილმა სერგო ორჯონიკიძეს მითითება მისცა, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო  თურქებთან შეტაკება თავიდან აერიდებინათ.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში ნოე ჟორდანიას მთავრობამ ბოლშევიკები ციხიდან გაათავისუფლა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვალს თურქეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ფევზი ჩექმაქმა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას მისწერა, რომ მეჯლისის გადაწყვეტილებით ართვინი, არტაანი და ახალქალაქი თურქეთს უნდა დაეკავებინა, მაგრამ ბათუმის დაკავებისგან მთავრობა დროებით თავს იკავებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანისა და 2 დეკემბერს სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ვლადიმერ ლენინის მთავრობამ საქართველოს ოკუპაცია დროებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა = სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეოთხე სექციის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნიის ინჟინერი, წევრები – ნიკო ნიკოლაძე და დავით ხელთუფლიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გენერალ-მაიორმა დოლუხანოვმა ბათუმის ქუჩის ნაწილი მიითვისა. შემოკავებული ადგილი დაათვალიერეს გამგეობის წევრმა ამბარცუმ ენფიანჯიანცმა და ქალაქის იურისკონსულტანტის თანაშემწემ. მომხდარი ფაქტის გამო გამგეობამ საჩივარი დაწერა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეორე სექცია განიხილავდა იურიდიულ საკითხებს. მისი თავმჯდომარე იყო ნ. პ. პრინცი, წევრები – დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ანდრია მიხეილის ძე ერისთავი, ალ. ქოჩაქიძე და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი. პირველმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი ვლადიმერ სტაროსელსკი, განიხილა სამეურნეო საკითხები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მესამე სექციას დაევალა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებზე მუშაობა. სექციის თავმჯდომარე იყო მ. გრიგორაში, წევრები – პავლე თუმანიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, ნ. წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ოლქის ზედამხედველის თანამდებობა დაიკავა ბაქოს დეკანოზმა ალექსანდრე იუნიცკიმ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს ბათუმისთვის ბრძოლის დროს კახაბრის ფრონტზე განლაგებული იყო მეორე საარტილერიო დივიზიონის ბატარეა მაიორ პეტრე ქარუმიძის მეთაურობით.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის საზაფხულო არდადეგების დროს ფესვის ამოღება შეასწავლა უფროსმა ძმა რომანოზმა იაკობ ფანცხავას.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკას ასწავლიდა ნიკო მაღრაძე.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებელ ივანე გაფრინდაშვილს აზრის გადმოცემა უჭირდა იმის გამო, რომ ქართული კარგად არ იცოდა და რუსულ სიტყვებს იყენებდა საუბარში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებლობის პარალელურად ივანე გაფრინდაშვილი სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეც იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ქუთაისის თეატრში წარმოდგენების ანტრაქტების დროს ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დიდხანს იხმობდნენ მსახიობებს, ყვიროდნენ და სკამებს ამტვრევდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნიკო თავდგირიძე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩასულ რუს მსახიობთა დასის წევრ ლადო ალექსი-მესხიშვილს „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლის ტექსტი რუსულად ჰქონდა დიდი ასოებით დაწერილი, რადგან იმ ხანებში თურმე სრულებით არ იცოდა ქართული.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ადგილობრივი თეატრის წამყვანი მსახიობი, კოტე მესხი ნაპოლეონ პირველის როლს თამაშობდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს დარვინის თხზულებებიდან რუსულად მხოლოდ ერთი იყო თარგმნილი რაჩინსკის მიერ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ გოჩას როლის თამაშით უზომოდ მოხიბლული დარჩა იაკობ ფანცხავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავა ცხადად ამჩნევდა სახბანკის განყოფილების გამგისა და მისი მეუღლის გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას თავის მიმართ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავას სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგის ოჯახში დიდი სიყვარულით იღებდნენ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.