რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს მოულოდნელად თავს დამტყდარი ომის გამო იაკობ ფანცხავა მეტად შეჭირვებულ ყოფაში იმყოფებოდა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და თანამემამულეებს ამხნევებდა აკაკი წერეთლის სიტყვებით: „ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს, არ ეთქმის ქვეყნის შვილიო“.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის პერიოდში, იაკობ ფანცხავა დაინტერესებული იყო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ვასილ წერეთელი არასაიმედო პოლიტიკური საქმიანობის გამო ოდესის უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევების შემდეგ, ვასილ წერეთელი საქართველოში გადმოიყვანეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ვალოდია ლორთქიფანიძე თბილისის სათავადაზანაურო გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში სტუდენტობისას იაკობ ფანცხავა პოლიტიკური საქმიანობის გამო საფრთხეში აგდებდა ნაცნობ-ახლობლებს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ერთ-ერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა იაკობ ფანცხავას პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი თვალის ექიმი, გიორგი ტარსაიძე იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.
1895
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის ივლისში გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილის მიერ შექმნილი ქართველ წითელგვარდიელთა დივიზია ფაქტობრივად დაიშალა და მისი რაოდენობა სიმბოლურად 5 000 კაცით განისაზღვრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილმა დიდი ქართული ჯარის ფორმირება დაიწყო. ივნისის შუა რიცხვებში დივიზიაში 17 000 წითელარმიელი ირიცხებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ბათუმის ბრძოლაში ქართველებმა 90 მებრძოლამდე დაკარგეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 მარტს ქიაზიმ ბეის ჯარისკაცებმა გააჩერეს ბათუმისკენ მიმავალი საბჭოთა ჯარების პირველი ეშელონი და განაიარაღეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ გიორგი მაზნიაშვილს პეტერბურგში იმპერატორმა წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ჯვარი გადასცა.

