რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლონდონში ბექირ სამი ბეისთან საუბარში ჯორჯ კერზონმა აღნიშნა, რომ აკაკი ჩხენკელი კავკასიური კონფედერაციის მომხრე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 მარტის 12 საათისთვის ჭოროხის სამხედრო დაჯგუფების მე-7 ფეხოსანთა პოლკის მე-3 ბატალიონი მაიორ თალათ ბეის მეთაურობით ბათუმში შევიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლონდონში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა ჯორჯ კერზონს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აცნობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმში შესულმა თალათ ბეიმ ბათუმის ციხის კომენდანტ ი. ფურცელაძეს 5-პუნქტიანი მოთხოვნები გააცნო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 მარტს ალი რიზამ საქართველოს მთავრობას ბათუმიდან ქართული ჯარის გაყვანა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. ქართულმა მხარემ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში დიმიტრი ჟლობას კავალერია გოდერძის უღელტეხილით შევიდა ბათუმში, ხოლო მე-11 არმიის ძირითადი ნაწილები – ლიხის ქედით.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ თენგიზ ჟღენტი ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მარტს, ბათუმში ქართველების მიერ თურქებზე თავდასხმის შემდეგ, ფევზი ჩაქმაქმა მოითხოვა, საქართველოს მთავრობას ზარალი აენაზღაურებინა და ბოდიში მოეხადა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს რეჯებ ნიჟარაძე, ჯემალ ქიქავა, ისქენდერ ცივაძე, ზია აბაშიძე და მემედ გოგიბერიძე ბათუმის მეჯლისის წევრები იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 მარტს ჭოროხის რაზმის მეთაურმა ალი რიზა ბეიმ ბათუმის ოლქის ასაღებად თავისი სამხედრო ნაწილები შეტევაზე გადაიყვანა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 24 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლოს სესიამ ქ. გორში განიხილა სოფ. გარეჯვრის მცხოვრებ ალექსანდრე ყანჩაველის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა გრიგოლ ყანჩაველის მოკვლა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებ ვასილ სკოვოროდკოს სახლში ღამით უცნობი ქალი შეიპარა და მოიტაცა მისი სამი წლის ვაჟი. პოლიციამ კვალს ვერ მიაგნო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 მარტს კიაზიმ დირიქმა ბათუმის გუბერნატორის რანგში ქალაქის თურქეთთან მიერთების შესახებ 9-პუნქტიანი ბრძანება გაავრცელა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 მარტს ბათუმში წითელი არმიის მეთაური კიაზიმ დირიქს შეხვდა და მოახსენა, რომ მოსკოვში გამართული რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების თანახმად ბათუმი საქართველოს დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 მარტს წითელი არმია ქუთაისიდან აჭარის ხიდის გავლით მატარებლით შევიდა ბათუმში. მათი სარდალი კიაზიმ დირიქთან მივიდა და მოლაპარაკება შესთავაზა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სასანიტარო-სამკურნალო საბჭომ დაადგინა, რომ უნდა შექმნილიყო საბჭო, რომელიც შეიმუშავებდა ავადმყოფების სამკურნალო დაწესებულებაში მიღების წესს. კომისიის წევრებად აირჩიეს ექიმები: თარხანოვი, მძინარაშვილი, მ. პ. შჩერბინინი და იგიტიანცი.

