რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს მაყვალა ყანჩაველი, ტატაშ ემხვარი, გრიგოლ ანჩაბაძე, პეტრე ზუხბაია და იასონ გვარამია დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს მაყვალა ყანჩაველი, ტატაშ ემხვარი, გრიგოლ ანჩაბაძე, პეტრე ზუხბაია და იასონ გვარამია ბათუმისთვის იბრძოდნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიჭრა 43 წლის ლუკა ივანიასძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 3 სექტემბერს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაჭრილი ლუკა ივანიასძე გარდაიცვალა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა გრიგოლ ხობუა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა ალექსანდრე კოღუაშვილი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 29 აგვისტომდე ალექსანდრე კოღუაშვილი ვანის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ამიერკავაკასიის საზოგადოებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ავტორს მოჰყავდა ამონარიდები ორგანიზაციის პროგრამიდან და მისი წინასიტყვაობიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ თერგის, დაღესტნისა და ყუბანის ოლქის წარმომადგენლები არ დაახანებდნენ და უახლოეს მომავალში შეუერთდებოდნენ ლიგას.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლამდე ნიკოლოზ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე.
1923
ტიპი: ორგანიზაცია
1923 წლამდე ნიკოლოზ ზანდუკელი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსული რევოლუციის მიერ ხალხებისთვის მინიჭებული თვითგამორკვევის უფლებით უსარგებლია რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების უმრავლესობას. პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლიფლანდია, კურლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ყირიმი, დონი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაადგა რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შენების გზას.

