რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, დავით მაჭავარიანმა გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში დავით მაჭავარიანი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან ლევან მაღალაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ – გერმანიაში, მიუნხენში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საქართველოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 მარტს ვლადიმერ ლენინს სატელეფონო საუბრისას მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ აცნობეს, რომ აუცილებელი იყო წითელი არმიის განსაკუთრებული განყოფილებისთვის მოსკოვიდან დაუყონებლივ დაედასტურებინათ,რომ რევკომს დამორჩილებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს აცნობა, რომ ბოლშევიკების შესაძლო თავდასხმისგან თავდასაცავად მიიღო ზომები – გაამაგრა პოზიციები საქართველოს საზღვართან, არდაგან-ახალციხის გზაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 მარტს მოსკოვში გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის დელეგაციას განუცხადა, რომ რუსეთი უარს იტყოდა ტრაპზონზე, თუ თურქეთი უარს იტყოდა ბათუმზე. იუსუფ ქემალი ამ წინადადებაზე არ დათანხმდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 მარტს კიაზიმ დირიქმა ქუთაისიდან ხოფაში გაგზავნა მაიორი თალათ ბეი, რომელსაც გენშტაბისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთს ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დროებით დაკავებას სთხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს ახალციხესა და ახალქალაქში თურქეთის სამხედრო ნაწილების განლაგების სქემა გაუგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.

