საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ივანე მაჭავარიანი არასდროს მსახურობდა ჯარში.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ივანე მაჭავარიანს არასდროს მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიიდა ირკვევა, რომ ივანე მაჭავარიანი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვანის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას დავით ბერაძე დაიღუპა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიიდან ირკვევა, რომ კავკასიის მთის ხალხებს ოტომანთა იმპერიასთან უკვე დაუდიათ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ასეთივე ხელშეკრულების დადებას აპირბედნენ გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ახალბედისაულსა და საწულუკიძეოს შორის აჯანყებულებთან შეტაკებისას სოფელ ცხუნკურის მკვიდრი, 46 წლის ნიკოლოზ უგულავა დაიღუპა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა მოქალაქე ფარნაოზ ისარლოვის სააპელაციო სარჩელი, რომელიც გრიგორ ოქუევს 1400 მანეთს ედავებოდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვანის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას ვლადიმერ ახვლედიანი დაიღუპა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 აპრილს ქართულ კლუბში პირველად დაიდგა დელიბის ოპერა „ლაკმე“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისში ცნობილი მომღერალი ქალი ო. ს. კალანდაძისა, აგასოვი და კურბატოვი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე ვლადიმერ ახვლედიანი მილიციელი იყო ვანის რაიონში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 20 ივნისს თბილისში სტუმრად ჩამოსული დიდი თავადი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი და კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ეგზარქოსმა ევსევიმ მათ პატივსაცემად წირვა აღავლინა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში აჯანყებულებთან შეტაკებისას 42 წლის ვლადიმერ ხურციძე დაიღუპა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე ვლადიმერ ხურციძე გლეხკომის თანამშრომელი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს შიო მღვიმელი დაიბადა შიოობა დღეს და მას იმიტომაც დაარქვეს შიო.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი ილარიონი წერა-კითხვის მცოდნე კაცი იყო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 35 წლის როსტომ მუსხელიშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით, როსტომ მუსხელიშვილი იყო ყოფილი აზნაური.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, როსტომ მუსხელიშვილი იყო გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს შოთა ვადაჭკორია, სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი და თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს შოთა ვადაჭკორია, სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი და თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს ლადო მეტრეველი სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს კუკური ზარანდია სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მიტო ჩიკვაიძე სტუდენტი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბათუმის ბრძოლის მონაწილე, წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის მცხოვრები სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი 1901 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.