საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85052

1931

ტიპი: ავტორობა

გიორგი ბოჭორიძემ რაჭის ეკლესია-მონასტრების ჯვრების, ხატების, ფრესკების წარწერების, ხელნაწერ წიგნთა მინაწერების დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად შექმნა ვრცელი ნაშრომი „რაჭის ისტორიული ძეგლები“, რომელიც „საქართველოს მუზეუმის მოამბის“ 1931-34 წლების ნომრებში დაიბეჭდა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1935 წლებში მაყვალა მრევლიშვილი მუშაობდა ტურისტთა ბაზის გიდად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედარაციის პასუხისმგებელ მდივნად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში სიმონ წვერავა იყო გამომცემლობა „ფედერაციის“ დირექტორი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სიმონ წვერავა დანიშნა „ლიტერატურული გაზეთის” რედაქტორად.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს სახელმწიფო გამომცემლობის საბავშვო სექტორმა გამოაქვეყნა სიმონ წვერავას „ნოველების” პირველი წიგნი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1937 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1935 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა სახელგამის რედაქტორად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1933 წლებში დიმიტრი ჯანელიძეს ეკავა საქართველოს ცეკასთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1934 წლებში გიორგი გაბუნია იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში კლავდია დევდარიანი მასწავლებელად მუშაობდა ხარაგაულის ტექნიკუმში.

1931

ტიპი: განათლება

1931 წელს კლავდია დევდარიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1937 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მუშაობდა კასპის პედტექნიკუმის დირექტორად.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას რომანი „ენთუზიასტები”.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას რომანი „ენთუზიასტები”.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში გიორგი სამხარაძე მუშაობდა მე-8 შვიდწლიანი სკოლის დირექტორად ქუთაისში.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში მამია ასათიანი განათლების განყოფილების გამგის მოადგილე იყო ქუთაისში.

1931

ტიპი: განათლება

1931-1935 წლებში ვლადიმერ გოლოევი სწავლობდა მოსკოვში ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე ასწავლიდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“ გამოსცა სახელგამმა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლიდან ივანე მაჭავარიანი იღებდა პენსიას 180 მანეთის ოდენობით.

1931

ტიპი: განათლება

1931 წელს ირაკლი წერეთელმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ირაკლი წერეთელმა საფრანგეთში იურიდიული საქმიანობა დაიწყო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ თბილისში მალე გამოიცემოდა მისი ლექსების კრებული და მოთხრობა „ჭიაკოკონა“.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.