საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნინო თარიშვილის უსათაურო ლექსი (ალერსი მინდა...).

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ზაქარია ფალიაშვილმა დაწერა ოპერა „დაისი“, დეკორაციები კი მისივე ხელმძღვანელობით ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვრის „ბარრიკადის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ დაწერა პიესა „მალშტრემი“, რომელიც ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების წინაშე წაიკითხა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძის ლექსი „ორპირის ოქროპირი“ დაიბეჭდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის წერილი „7 წელიწადი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ცისფერი ყანწები“ მერვე წელს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის „პორტრეტები“, რომელთა ავტორი იყო იმ დროს უკვე გარდაცვლილი სანდრო ცირეკიძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა აფხაიძის პოემა „კატასტროფის“ პირველი ნაწილი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „გასპარ გაუზერ“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ ცეცხლაძის ლექსი „კვირა დღე ტფილისში“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „პოეტის ქუდი და თვითმკვლელობა“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ირრუბაქიძე“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა კარმელის ლექსი „გიჟი და ბაყაყები“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „ოდა პიკასსოს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ვალერი ბრიუსოვი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა „ვარამ გაგელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი „სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ბარრიკადის მეოთხე წელი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ალი არსენიშვილის წერილი „კოტე მარჯანიშვილი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძე საუბრობს თეატრის მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, ალექსანდრე ახმეტელზე, აკაკი ფაღავაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თამარა ჭავჭავაძეზე, აკაკი ვასაძეზე, გიორგი დავითაშვილზე, ელენე დონაურზე, უშანგი ჩხეიძეზე, დ. მჟავიაზე, მიხეილ ლორთქიფანიძეზე, დავით ჩხეიძეზე, ვ. ჯიქიაზე, შალვა ღამბაშიძესა და აკაკი ხორავაზე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძემ გამოყო თეარტის ახალგაზრდა წარმომადგენლები: ივლიტა ჯორჯაძე, ალიკო მრევლიშვილი, ხათუნა ჭიჭინაძე, თამარა წულუკიძე, შოთა მანაგაძე, ვიქტორ მურღულია და გარსიაშვილი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს გრიგოლ ცეცხლაძემ გამოსცა ლექსების კრებული „პოეტის ყეფა“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოეტთა ჯგუფმა – რაჟდენ გვეტაძემ, ნიკოლო მიწიშვილმა, გრიგოლ ცეცხლაძემ და შალვა კარმელმა – ქუთაისში გამოსცეს ჟურნალი „აისი“. შემდეგ გვეტაძე, მიწიშვილი და კარმელი „ცისფერ ყანწებს“ შეუერთდნენ, გრიგოლ ცეცხლაძემ კი თბილისში დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალის „თოლაბულისის სარტყელი“ გამოცემა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვრის „ბარრიკადის“ ინფორმაციით, გრიგოლ ცეცხლაძემ ჟურნალ „თოლაბულისის სარტყელში“ (გამოდიოდა 1919 წელს, სულ გამოიცა სამი ნომერი) გამოაქვეყნა ლექსი „გაჭიანურებული მონუმენტი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ივანე ელიაშვილი და ისიდორე ჭანტურია.