საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის მაღზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ გასაყიდად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ლიმანოვსკი თეატრის დირქტორი იყო.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, არბელოვს სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ჯობინოვს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ჰასან ეფენდი სურმანიძე სასულიერო მსაჯული იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, თბილისში აჭარიდან ჩამოვიდა დეპუტატთა დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: ჰუსეინ-ბეგ ბიჟან-ოღლი (ბეჟანიშვილი), ჰასან-ბეგ ბეჟან-ოღლი, ნური-ბეგ ხიმშიაშვილი, ჰასან ეფენდი სურმანიძე, ჰუსეინ-ბეგ სანჯაჰბეიშვილი და ა. შ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, იოანე იოსავა მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ბრალდებული მიხა კახელაშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გამოყვანისთანავე გაიქცა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 7 ნოემბრის „დროების“ ცნობით, მაიერ-ხოფერი ქალთა ექიმი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 ნოემბრის „დროების“ ცნობით, მაიერ-ხოფერი საქართველოში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ნოემბრის „დროებაში“ პავლე სემენენკოს სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ნოემბრის „დროებაში“ ეფიმოვსკის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ გადაწყვიტა „ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ნაწერები“ დაებეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გ. დიდებულიძემ „პასტორის ცხოვრება“ თარგმნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გ. დიდებულიძე ქუთაისის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 ნოემბრის „დროებაში“ ვახტანგ ვაჩნაძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 ნოემბრის „დროებაში“ მიხეილ ხუციშვილის სტატია „ალიბეგლო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქართული თეატრის ახალ ხელმძღვანელად დავით ერისთავს მოიაზრებდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილის ვაჟთა სკოლას „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ ფონდი აფინანსებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის ვაჟთა სკოლის ხელმძღვანელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროებაში“ ივანე გვარამაძის ფელეტონი „გმირთა გმირი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროებაში“ ივანე გვარამაძის ფელეტონი „რუსთავის ციხე“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ნოემბრის „დროებაში“ ივანე აბაშიძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკოვმა საგურამოს სოფლის თითოეულ მოსახლეს ნება დართო თავისი ტყიდან წელიწადში ერთხელ ერთი ურემი შეშა წაიღოთ, გაყიდათ და აღებული თანხა სკოლისთვის შეეწირათ.