საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89453

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბერს ექვთიმე ხელაძის სტამბის სარდაფი გატეხეს.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ბიბილურს სასამართლომ სამუდამოდ ციხეში ჯდომა მიუსაჯა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძე ქართული პიესების რეპერტუარის შედგენას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დუხოვსკი გენერალ-მაიორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის „როს ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებოდით“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ ივანე თაიროვის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ საღვთო კანონების სწავლების თაობაზე ივანე როსტომაშვილის სიტყვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „ზაქათალას მაზრიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ზუბალოვის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი იოსელიანის სიტყვა ქართული ენის პროპაგანდის შესახებ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ნური-ბეგ ხიმშიაშვილი აჭარის პირველი მეჯლისის დეპუტატი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ჰუსეინ-ბეგ სანჯაკბეგიშვილი აჭარის პირველი მეჯლისის დეპუტატი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ჰასან-ბეგ ბეჟან-ოღლი აჭარის პირველი მეჯლისის დეპუტატი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ჰუსეინ-ბეგ ბიჟან-ოღლი აჭარის პირველი მეჯლისის დეპუტატი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველები“ დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, კავკასიის ხალხთა ერთიანობისა და პროგრესისათვის ბრძოლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლოვე სამხრეთ-კავკასიელ მეზობლებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლოზუნგით „ერთიანობა, დამოუკიდებლობა და პროგრესი“ უნდა ეხელმძღვანელა ყველა შეგნებულ, ეროვნულად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის მოსურნე მთიელს, ვინც ამაყობდა თავისი სამშობლოთი და თავისი წინაპრებივით თავდავიწყებით უყვარდა იგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლიგა აპირებდა მეგობრული ურთიერთობების დამყარებას მეზობელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან. საბოლოო მიზანი კი შეიძლება გამხდარიყო ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე დაფუძნებული ერთიანი დამოუკიდებელი კავკასიის შექმნა.