რეგისტრირებული ფაქტები89889
სორტირება თარიღი მზარდობით
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მრჩეველმა სიმონ ბესარიონის ძე გოგიბერიძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მაიორმა ირაკლი იოსების ძე ლორთქიფანიძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მრჩეველმა ნიკოლოზ გრიგოლის ძე ჩიჯავაძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკმა ალექსანდრე ტარიელის ძე მიქელაძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში ქუთაისის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო შტაბს-კაპიტანმა ნიკოლოზ სიმონის ძე წულუკიძემ, რომელიც ქუთაისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში ქუთაისის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილმა, რომელიც არჩეულ იქნა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში რაჭის მაზრიდან მონაწილეობდა ტიტულოვანი მრჩეველი ლუარსაბ ლევანის ძე ჭიჭინაძე.
1876
ტიპი: გარდაცვალება
1876 წლის 13 ივლისს სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს (ბარდაველიძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მარკოზის ძე გიორგაძე გარდაიცვალა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას პარიზში გაუგზავნა ბესარიონ ღოღობერიძისა და სტეფანე ზარაფოვისგან მიღებული თანხა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.
1876
ტიპი: გარდაცვალება
1876 წლის 25 ივნისს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე მჭედლიძე გარდაიცვალა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში ეკატერინე გაბაშვილის ინიციატივით პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის აგვისტოს ბოლოს ტიმოთე სახოკიამ შვილი მარტვილში ჩაიყვანა და იქაურ საწავლებელში წარადგინა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.
1876
ტიპი: ავტორობა
1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

