რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი მზარდობით
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 ივნისს გიორგი ლეონიძემ შალვა რადიანს მისწერა, რომ ლიტერატურის მუზეუმს მწერლების კუთვნილი მემორიალური ნივთების შესყიდვის იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას ნივთების შეგროვება-შესყიდვაზე მწერალთა ფედერაციას უნდა ეზრუნა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა, რომ აკაკი ვასაძისთვის შეპირებული რეცენზია დაასრულა და უახლოეს დღეებში გადაუგზავნიდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, დაეყოლიებინა სტეფან კაიტანჯიანი, მისი კუთვნილი ჰონორარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე გადაეხადა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, მისულიყო სახელგამში და მისი სახელით მოეკითხა უკრაინული თარგმანისთვის კუთვნილი ჰონორარი; ასევე გადაეცა ნიკოლო მიწიშვილისთვის, რომ ანაზღაურება ოთხი პოლიგრაფიული თაბახის საფუძველზე დაანგარიშებულიყო.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 31 ივლისს მარკ როზენტალმა ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ გაზეთ „ლიტერატურული მომოხილვის“ ერთ-ერთი უახლოესი ნომერი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნებოდა და სთხოვა, მას და სხვა ქართველ პოეტებს დაეწერათ რეცენზიები პოემის რუსული თარგმანის შესახებ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამისგან მისი წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები გამოისყიდა, რომ დავალიანების გამო ტირაჟი არ ჩამოერთმიათ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ აკაკის ხორავას შვილი გარდაცვლია.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 15 აგვისტოს ველევის წმ. სამებისა და ჭელიაღელეს მთავარანგელოზთა ეკლესიების მღვდელი ნესტორ იოსების ძე სირაძე გარდაიცვალა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს და გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მოსწერა, რომ ტიციან ტაბიძე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მას და პაოლო იაშვილს ლენინგრადში ბორის პასტერნაკიც გაჰყვა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა აფხაიძეს მისწერა, რომ აღფრთოვანებული იყო ლენინგრადით და წუხდა, რომ იქ მხოლოდ ხუთი დღით უწევდა დარჩენა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ პაოლო იაშვილთან ერთად სამი დღის წინ ლენინგრადში ჩავიდა და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 14 დეკემბერს ბორის პასტერნაკმა ტიციან ტაბიძეს და ნინა მაყაშვილს მოსკოვიდან მოსწერა, რომ პეტერბურგელი პოეტები აღფრთოვანებული იყვნენ მათთან და პაოლო იაშვილთან ურთიერთობით და მოკითხვას უთვლიდნენ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს მისწერა და ურჩია, როგორმე დაეთანხმებინა „ახალგაზრდა კომინისტის“ რედაქტორი, მისთვის მოკოვში ერთკვირიანი მივლინება გამოეწერა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მისი მოსკოვში დარჩენა მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი იმის დაწერას შეძლებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე „სალიტერატურო გაზეთის“ ხელმძღვანელობის შეცვლა იგეგმებოდა, რაც სარედაქციო პოლიტიკაზე სასიკეთოდ აისახებოდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე პაოლო იაშვილს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს გაუგზავნიდა და, თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო თავადაც გასცნობოდა თბილისური ცხოვრების სიახლეებს.

