საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91857

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე საზოგადოების მიმდინარე წლის ანგარიშის განხილვა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს დაევალა, საწყობის შემოწმება – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, მაღაზიის – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანს, ხოლო მუზეუმისა – სამივეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახალხო მეურნეობის სტამბის თხოვნა, რომ მიეცათ სტამბაში დაბეჭდილი „დედა ენის“ I ნაწილი 66 ცალი სხვადასხვა დაწესებულებებში დასარიგებლად, ხოლო 11 ცალი – მომუშავეებისთვის მისაცემად. სტამბას თხოვნა დაუკმაყოფილეს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ განეახლებინათ შუამდგომლობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წინაშე სახალხო კომისარიატისაგან ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მთავრობას არ შეუწყნარებია მათი შუამდგომლობა ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საზოგადოება ძალიან რთულ, გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წიგნების მკინძავის ვასილი ყიფიანის თხოვნა მიეცათ ის თანხა, რაც ერგებოდა ერთი ფუთი სახვევი ქაღალდის ანგარიშით. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან დროებით ესარგებლა ხელნაწერებით კარაბადინის 3467 და 14 ნომრებით. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი–მღვიმელის თხოვნა, რომ ჰონორარის სახით მიეცათ თავისი საყმაწვილო წიგნები იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც იყო. სხდომის წევრებმა გადაწყვიტეს რვა წიგნი მიეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმი 21 მაისს, ოპერის თეატრში დასწრებოდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს და იუბილარისთვის მიერთმია საზოგადოების რჩეული გამოცემები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს მიმართვა, რომ 21 მაისს, ოპერის თეატრში მართავდნენ ცნობილი მწიგნობრის ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თხოვნა, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობით დასწრებოდნენ 21 მაისს ოპერის თეატრში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილი წერილის „საქართველოს საკითხი გენუაში“ ცნობით, კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარე იყო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი შანცერი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N22) ცნობით გენუის კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიის, ბელგიის, შვეიცარიის, შვეციის, პოლონეთის და რუმინეთის პირველი დელეგატები. ამ კომისიაში შვეციის დელეგატმა, პრემიერმა კარლ ბრანტინგმა წაიკითხა აკაკი ჩხენკელის დეპეშა და დაიცვა მისი აზრი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა ვარლამ ჩერქეზიშვილის „წერილი ჩიჩერინს“, სრული ტექსტი

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N22) ცნობით, გაზ. „პეპლში“ დაიბეჭდა მხცოვანი ქართველი რევოლუციონერის, ვარლამ ჩერქეზიშვილის ღია წერილი, რომლითაც მიმართა გენუაში მყოფ მოსკოვის საგარეო საქმეთა კომისარ ჩიჩერინს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის „მიმართვა შანცერისადმი 3 მაისს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „შა6ცერის მიმართვა ჩიჩერინისადმი საქართველოს გამო“.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 10 მაისს სტამბოლში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ქუთაისის რაბინი რუბენ ელუაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „მემორანდუმი 11 აპრილისა, გადაცემული გენუის კონფერენციისთვის“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „ნოტა, რომელიც გადაეცა 3 მაისს გენუის კონ. თავმჯდომარეს ს. ფაქტას“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „შანცერის მიმართვა ჩიჩერინისადმი საქართველოს გამო“.