საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91859

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ირანის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო გიორგი მაზნიაშვილმა ევროპაში გამგზავრება და ქართველ ემიგრანტთა დიდ ჯგუფთან შეერთება გადაწყვიტა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ტარას ვაშაკიძე ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ტარას ვაშაკიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რეზერვში გადაიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საიდუმლოდ იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დამკომთან ერთად ჩამოყალიბებული სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე იყო.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „აკიდო“, „განდეგილი“, „კაკო ყაჩაღი“, „სარჩობელაზედ“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ასპინძის ომი“, „სამშობლო ბუნების სარკე“, „შენიშვნები მიწის კანონის შესახებ“, „დიდი ოთხშაბათი“, „მეანობის სახელმძღვანელო“, „პროექტი ორთოგრაფიული რეფორმისათვის“ და „როგორ უნდა მოშენდეს აბრეშუმი“;

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 2-ე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ავი სენით შეპყრობილნი“, „მერი, ნოტები“, რ. ჩიხლაძის სურათი, შ. არაგვსპირელი სურათი, „ვაშლის და ხეხილის მუმლი“, „როგორ გაჩნდა ფულის ხმარება“, ი. ჭავჭავაძის სრული თხზულებანი, „ვეფხისტყაოსანი“ ქართველიშვილის გამოცემა, გრიშაშვილის ლექსები რუსულად და დ. კლდიაშვილის მოთხრობები.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების მეორე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „კრიტიკული მიმოხილვა ვართაგავასი“, „პაწია მეგობრები“, უცხოეთის მწერლები, აკაკის საიუბილეო კრებული, „იავნანამ რა ჰქმნა“, ეროვნული ერთხმიანი სიმღერები არაყიშვილისა, „საფუტკრის მოვლა“, „ელისო“, „ელგუჯა“, „სურამის ციხე“, „თამარ მეფე“ ჯანაშვილისა და „ჭლექი და მისი წამლობა“.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების მეორე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „დონ კიხოტი“ I ნაწილი, ვ. ბარნოვის თხზულებანი, „საქართველოს ისტორია“ კაკაბაძის, „ჩვენი დედა-მიწა“, „ეკონომიური ნარკვევი“ ელიავასი, „ბუნების სამეფოში“, „ტყის ძმები“ ჟუჟისპირელისა, „ბედის ტრიალი“, „გურგენ რაინდი“ და გრიშაშვილის ლექსების II ტომი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლენტის მსგავსი ჭიები“, მასალები საქართველოს ისტორიისთვის, სოფრ. გლახაშვილის „თხზულებანი“ 2 ტომი, ა. ყაზბეგი, „ნაყოფის ჭია“ და „ვახტანგ უცნობი“ ს. კაკაბაძისა.