საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91859

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ანტისაბჭოური საქმიანობის გამო მიესაჯა 3 წლით გადასახლება.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ივნისს ქუთაისში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისსა და აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 3% უკავდებოდათ, 2% – საწევროსთვის, 1% – გაჭირვებულთა დასახმარებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისში ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ, მკურნალმა აწამა ძველი სოციალ-დემოკრატი შიო ქურიძე. დასახვრეტად გაიყვანა, გააშიშვლა და თოფი ესროლა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბა იყო ეროვნებით აფხაზი, სოციალური წარმოშობით თავადი, მიწათმოქმედი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბას საქმის მიხედვით, მას ჰყავდა: მამა, დემეტრე – 70 წლის, მეურნე; დედა – 65 წლის; მეუღლე, მარია – 30 წლის; შვილი, თამარი – 6 წლის; ძმა, ასტამური – 30 წლის.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 7 ივლისს თარასხან დიმიტრის ძე ეშბა დააპატიმრეს საკუთარ სახლში, სოფელ ბედიაში.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 11 ივლისს ფარცხანაყანევის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლაზარე გიორგის ძე ფხაკაძე გარდაიცვალა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის აგვისტოში მენშევიკებმა ერთ-ერთ ყრილობაზე პარტიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს. ლიკვიდაციის შემდეგ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე არ შეუერთდა მუშების მხარდამჭერთა გუნდს და მენშევიკების ცენტრალური კომიტეტის წევრად დარჩა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სალიკვიდაციო კონფერენციაზე გლეხმა მურვანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობა აიძულეს და რომ კონფერენციები ძალდატანებით ეწყობოდა. ამის გამო მამია ორახელაშვილმა იგი კაბინეტში დაიბარა და პრესაში ცრუ აღიარების გამოქვეყნება მოსთხოვა, თითქოს მენშევიკურმა ცეკამ მოისყიდა. მურვანიშვილი ამაზე არ დათანხმდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომაზე ცინცაძე და მისი ამხანაგები ვასო კაპანაძეს ამხანაგების გაცემისკენ მოუწოდებდნენ. მან ეს ვერ აიტანა და ერთ დღეს ამხანაგებთან ერთად პროვოკატორებს თავს დაესხა, სცემა, მათი ბინა მილეწ-მოლეწა. მალე ჩეკამ დაატუსაღა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომის მერე ვასო კაპანაძე შემდეგ ციხიდან არ გამოუშვიათ. 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლება ვერ მოასწრეს. აჯანყება რომ დაიწყო, ისევ მეტეხში იჯდა და ბოლშევიკების ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით, კონტრრევოლუციასთან თანამშრომლობისათვის დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის ქმედებები ახალგაზრდული გულუბრყვილობით ახსნეს და მხოლოდ გამოსასწორებელ სახლში ხუთწლიანი პატიმრობით დასაჯეს. 

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 5 სექტემბერს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე თბილისში მენშევიკების მიერ ორგანიზებული არალეგალური კონფერენციის თავმჯდომარე იყო. კონფერენციაში მონაწილეობდა მისი თანამებრძოლი სამსონ დობორჯგინიძე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ ბრალდება არ წაუყენეს.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარე ნინო ნაკაშიძე წითელი ჯვრის საზოგადოებას გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის ტანსაცმელსა და აუცილებელ ნივთებს სთხოვდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვოს გაგზავნილი წერილით მიწათმოქმედების კომისარიატის განსაკუთრებულმა კომისიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობა მოუხსნა (ისინი მიიჩნევდნენ, რომ ილიას ქვრივისთვის პენსია ან დახმარება განათლების კომისარიატს უნდა დაენიშნა). დოკუმენტს ხელს აწერდა სახალხო მამულების ქვეგანყოფილების გამგე ერმილე ნაკაშიძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ოსმალეთის პარლამენტის დროებითი თავმჯდომარის ილიაზ ეფენდის მილოცვა მიიღო.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკას კომენდანტურამ კომისარ ჟაროვის სახელზე ილარიონ გიორგაძისა და სამსონ დობორჯგინიძის დაკავების ორდერი (N6387) გასცა.

1923

ტიპი: მფლობელობა

1923 წლის 22 სექტემბერს ჩეკას მიერ დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს იმ დროს არც პირადი ქონება ჰქონდა და არც მუდმივი საცხოვრებელი თბილისში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს ჰყავდა ცოლი ქსენია – 26 წლის, დიასახლისი; ქალიშვილი ნინა, – 7 წლის; ძმა გიორგი – 55 წლის, გლეხი; და ი. ბასილაშვილისა – 50 წლის, დიასახლისი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დააკავეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის სექტემბერში პანტელეიმონ ანთაძე მე-6 ქართულ პოლკსა და მე-9 ლეგიონში რიგითად მსახურობდა.