საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84863

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას მოზარდობაში მღვდლობა სურდა, მაგრამ ბედმა სხვა გზით ატარა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მოსწავლეების დაცინვამ აიძულა გაეხადა თავისი „სალდათური“ მუნდირი და მათსავით შინ მოქსოვილ შალის ხალათში გამოწყობილიყო.

1877

ტიპი: სახელი

1877-1884 წლებში, მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას თანაკლასელები „მებატე რუსს“ ეძახდნენ „სალდათური“ მუნდირის გამო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ჩასაცმელი, რომლითაც თედო სახოკია მამამისმა მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა, მაშინდელი ჯარისკაცის მუნდირის ასლი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს, როდესაც მამამისმა ტიმოთემ თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა, თედოს უშინსკის „Родное Слово“ უხსენებია, ქართული ენა კი არ მისწავლიაო, უთქვამს დარცხვენით.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს თედო სახოკია მამამისმა ტიმოთემ მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა იმ იმედით, რომ რაკი თედომ რუსული იცოდა და უშინსკის „Родное Слово“ ესწავლა, მეორე მოსამზადებელ კლასში მის მიღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს, რადგან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიას ქართული უნდა სცოდნოდა, ენის შესასწავლად მამამ თავისი ბიძას, შიო იოსავასთვის მიაბარა ზაფხულამდე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, პაპა მას ხშირად რუსულად „მამაო ჩვენოს“ თქმას სთხოვდა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა მოუხეშავი ქცევისა და გაუთლელი ყოფილა, რითაც გამოირჩეოდა გიმნაზიაში მოსწავლეთაგან.

1884

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია სოციალიზმთან ზიარების შემდეგ ახალ პროგრესულ გზას დაადგა და ფიქრობდა, რომ ამის შემდგომ მხოლოდ მის სიმარჯვეზე იქნებოდა დამოკიდებული შეძლებდა თუ არა იგი ამოსვლას იმ ჭაობიდან, სადაც იმდროინდელ სემინარიელთა უმრავლესობა ყოფილა ჩაფლული.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინრიაში სწავლის პერიოდში მისი სოსო ლაღიაშვილთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი ისიც ყოფილა, რომ ლაღიაშვილი თავის თავს სანახევროდ მეგრელად თვლიდა, მამამისის სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლობისა და იქ დაოჯახების გამო.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე შიო დედაბრიშვილი პირველი შთაბეჭდილებით მეტად გულჩათხრობილ, ჩუმ, განმარტოვებულ ადამიანად მოჩანდა.

1877

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიამ 1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში სწავლის პერიოდი ვრცლად აღწერა თავის თხზულებაში „წარსულიდან“.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს შიო არაგვისპირელს გული მოსდიოდა იმათზე, ვისი ხელითაც ნაწერები რედაქციებში გააგზავნა, რადგან გარკვეული დროის მერე გამომჟღავნებულა, რომ ფსევდონიმ არაგვისპრელის უკან სწორედ ის იმალებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია თავის მეგობარ შიო დედაბრიშვილს ახასიათებდა სიტყვაძუნწ პიროვნებად, რომელსაც საერთოდ ემძიმებოდა ლაპარაკი.

1890

ტიპი: სახელი

1890-იან წლებში შიო არაგვისპირელს არ სურდა თავისი ვინაობის გამომჟღავნება და ძალიან ეწყინა, როცა ერთ სტატიაში მისი გვარი ფსევდონიმ არაგვისპირელს დაუკავშირეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში თედო სახოკიას არ სურდა თავისი ვინაობის გამომჟღავნება და გულუბრყვილოდ ეგონა, რომ მუდმივად ასე იქნებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლიდან შიო არაგვისპირელმა ფსევდონიმი მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ თავისი ვინაობის გამომჟღავნება არ სურდა.

1889

ტიპი: ავტორობა

თავისი მოკრძალებული ხასიათის გამო საკმაოდ დიდხანს, 1889 წლამდე ერიდებოდა თავისი ნაწერების გამოქვეყნებას.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს ვარშავაში გამგზავრებისას თავდაპირველად შიო არაგვისპირელი გემით ოდესაში წავიდა და მგზავრობისას ზღვამ იმდენად მოაჯადოვა, რომ საშინელი ღელვის დროსაც კი არ შორდებოდა გემბანს.

1890

ტიპი: ღონისძიება

ზღვაში გასვლა შიო არაგვისპირელის ოცნება იყო ახალგაზრდობაში და როცა 1890 წელს გემით ოდესაში გაემგზავრა, დღედაღამ ბაქანს არ შორდებოდა, თვალს ვერ წყვეტდა ზღვას.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში იგი ისე დაუტანჯავს ბერძნული ენის მასწავლობელს, რომ რაღაც დროის მერე საერთოდ შეშვებია ბერძნულს და სემინარიის დამთვარებამდე აღარ მობრუნებია ამ საგანს, თუმცა ოთხზე ნაკლები ნიშანი არასდროს აღარ ჰქონია.

1890

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში შიო არაგვისპირელმა უკვე კარგად იცოდა უცხო ენები.

1883

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს ღვთისმოყვარეობა სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე გაჰყოლია, შემდეგ კი მისი რწმენა 1883 წელს ერთ დღეში დამსხვრეულა.