რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძე საუბრობს თეატრის მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, ალექსანდრე ახმეტელზე, აკაკი ფაღავაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თამარა ჭავჭავაძეზე, აკაკი ვასაძეზე, გიორგი დავითაშვილზე, ელენე დონაურზე, უშანგი ჩხეიძეზე, დ. მჟავიაზე, მიხეილ ლორთქიფანიძეზე, დავით ჩხეიძეზე, ვ. ჯიქიაზე, შალვა ღამბაშიძესა და აკაკი ხორავაზე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოეტთა ჯგუფმა – რაჟდენ გვეტაძემ, ნიკოლო მიწიშვილმა, გრიგოლ ცეცხლაძემ და შალვა კარმელმა – ქუთაისში გამოსცეს ჟურნალი „აისი“. შემდეგ გვეტაძე, მიწიშვილი და კარმელი „ცისფერ ყანწებს“ შეუერთდნენ, გრიგოლ ცეცხლაძემ კი თბილისში დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალის „თოლაბულისის სარტყელი“ გამოცემა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ივანე ელიაშვილი და ისიდორე ჭანტურია.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისიდორე შუკოს ძე ჭანტურია მოწვეული წევრი იყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რვეულების დამზადების საკითხი. პრეზიდიუმის დადგენილებით დასამზადებლად შეკვეთილი იყო 5 000 რვეული.

