საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 27 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის შეტყობინების ბარათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს პარიზში საქართველოს მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და მისმა მეუღლემ მადლობის ბარათი გაუგზავნეს რექტორს, პარიზის უნივერსიტეტების საბჭოს პრეზიდენტსა და სებასტიენ შარლეტის, სორბონაში საღამოს გასატარებლად მიწვევისთვის, რომელიც უნდა გამართულიყო 1-ლ ივნისს, 9 სთ. 30 წთ-ზე. ჩხენკელი დიდი სიამოვნებით დაესწრება, ხოლო მეუღლე ვერ დაესწრებაო, ნათქვამია ბარათში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს სიამის ელჩს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ვარშავის კლუბის "პრომეთეოსი" პრეზიდიუმში წარადგინა წინადადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წერილის თანახმად, თუ რაიმე საერთო გამოსვლა დაიგეგმება სსსრკ- ში შემავალი ერების მონაწილეობით, ქართველებიც მათ უნდა შეუერთდნენ. გამოითქვა უკმაყოფილება სხვადასხა ერების მიერ, თუმცა ღონისძიება მაინც კარგად ჩატარდა და უამრავი ადამიანი დაესწრო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს შესთავაზა, გიორგი შარაშიძის სალექსიკონო მასალა (1 600 სიტყვა) ენათმეცნიერების საზოგადოებას მოეწესრიგებინა და გამოეცა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 10 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ გურული ლექსიკონის თაობაზე ვუკოლ ბერიძეს დაელაპარაკებოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ ცოტა ხნის წინ იყო ვუკოლ ბერიძესთან და ისიც ძალიან დაინტერესდა გიორგის ნამუშევრით.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა ვუკოლ ბერიძის მოსაზრება, რომ გურია ენობრივი თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელი იყო და შეატყობინა, რომ მან გიორგი შარაშიძის მასალა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის 11 აგვისტოს ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გაიოზ ლუკას ძე მაღრაძე გარდაიცვალა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 27 აგვისტოს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს. იგი საუბრობდა ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწის გეგმაზე, რომელიც ოტომანების იმპერიის ყირიმიდან ურალამდე გავრცელებას ეხებოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 აგვისტოს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს წერილი გაუგზავნა ავადმყოფი და ხნიერი სამხედრო პირების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის ოქტრომბერში საფრანგეთში რუბენმა და თამარ კახელაძემ ჯვარი დაიწერეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 21 ოქტომბერს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს, შეატყობინა, რომ სტამბაში დასაბეჭდად წაიღო თავისი ნაშრომი, რომელიც შემდეგ გერმანულადაც გამოვიდოდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს საფრანგეთში ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილმა თეძოს ძვლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 3 თვე საავადმყოფოში წოლა მოუწევდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 21 ოქტომბერს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გამოუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს, აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ტუსენ-შარაშიძე სამსახურში დააწინაურეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ბარათში გამოხატავს მადლიერებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, იმ თვის 26 რიცხვის გზავნილთან დაკავშირებით.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მას ღვთისმეტყველების კურსზე მეტად იზიდავდა ჩერნიშევსკის, ბაკუნინის, დარვინისა და ტეილორის ნაწარმოებები.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს ქართველმა ისტორიკოსმა, ენათმეცნიერმა და ეთნოგრაფმა მოსე ჯანაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.