საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“  ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დუშეთის ერობის თავმჯდომარე იყო ჭანიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ ეხმიანება ჩრდილოკავკასიელ მთიელთა (დაღესტნელთა, ჩეჩენთა, ჩერქეზთა, ინგუშთა) თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისათვის და გმობს „დობროარმიის“ სასტიკ ქმედებებს. გაზეთი მე-20 საუკუნის სისხლიან ივანე კალიტად მოიხსენიებს დენიკინს, ხოლო მის მომხრეებს – რომანოვთა ლაქიებად.

1920

ტიპი: თანამდებობა

თბილისის მაზრის ერობის გამგეობასა და იმავე მაზრის მილიციის უფროს გ. ლ. ახვლედიანს შორის სამსახურებრივ ნიადაგზე უთანხმოება მოხდა. ახვლედიანმა შეიტანა თანამდებობიდან განთავისუფლების თხოვნა, რომელიც დააკმაყოფილეს.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 11 ივნისს გამართული საზოგადო კრების თავმჯდომარე გიორგი მაღალაშვილი იყო. გამგეობის წევრებად აირჩიეს: გიორგი ვეფხვაძე, გრიგოლ ავალიანი, რომან ფარზინი და ივანე ანდრონიკაშვილი. ილია კუჭუხიძემ გამგეობაში ყოფნაზე უარი თქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრს ეწვია საქართველოს კოოპერატივთა ყრილობის თავმჯდომარე სვიმონ მაჭავარიანი, რომელიც ესაუბრა კოოპერატიული ბანკის დაარსების აუცილებლობაზე.

1920

1920 წლის 11 ივლისის „ერთობაში“ საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრ. კომიტეტი იუწყება ძველი პარტ. მუშაკის, დამფუძნ. წევრის, ლავროსი კიღურაძის უდროოდ გარდაცვალებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 28 ივლისს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა ფინანსთა მინისტრის საბჭოს სხდომა. საბჭომ მიიღო „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო სამრეწველო“ სააქციონერო საზოგადოების წესდება. საზოგადოების მიზანია, მცხოვრებთ იარაღები მიაწოდოს მიწის დასამუშავებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვიქტორ ნოზაძის წერილი ლონდონიდან „ბრიტანეთის მუშათა პარტიის წლიური კონფერენცია“ (ომისა და ზავის საკითხი).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ივლისს ხაშურის მუშათა კლუბში გ. ხუნდაძე მოხსენებით გამოვიდა საბჭოთა რუსეთის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობაში“ დაბეჭდილი ნიკო გურულის ინფორმაციით, რკინიგზის მუშებისგან შედგენილმა მომღერალთა გუნდმა ბ. შარაბიძის ლოტბარობით 1920 წლის 13 ივლისს ხაშურის მუშათა კლუბში გამართა კონცერტი, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია განცხადება, რომ მექარხნე დავით კალანდაძის კანტორა (ვაგზლის ქ.N5) ყიდულობს მინის ჭურჭელს კონიაკისა და არყისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.