საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86028

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წლამდე სიმონ ქვარიანი პენსიის სახით 400 მანეთს იღებდა ყოველთვიურად.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სიმონ ქვარიანი დაიბადა ქუთაისში, ღარიბ ოჯახში.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ალექსი ქვარიანი იყო მებაღე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს სიმონ ქვარიანს ჰყავდა მამა, ალექსი ქვარიანი.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სიმონ ქვარიანი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძემ დაწერა მოკლე ავტობიოგრაფია.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს თედო კიკვაძეს ჰქონდა ფსევდონიმი „ხლაფორთაძე“.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მესამე კლასში სწავლობდა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სოფელ მაკვანეთში დაიბადა თევდორე კიკვაძე.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს თევდორე კიკვაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძემ წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შევიდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 12 იანვარს ღერენა და ზვიად ლიქოკელები დაკითხვაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

გიგია იმედას ძე ლიქოკელი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა 1936 წლის 26 დეკემბერს წამების შემდეგ თქვა, რომ გიგია იმედას ძე ლიქოკელმა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობას სოლიდარობა გამოუცხადა.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 26 დეკემბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა სოფ. ჭალისოფლის მცხოვრებ გიგია იმედას ძე ლიქოკელთან.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წელს, მას შემდეგ, რაც ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ბრალდებით დაპატიმრებული ხევსურების დაკითხვა სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტმა ალექსანდრე ქვლივიძემ დაიწყო, პატიმრები აწამეს და მეტად დაიმორჩილეს.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 26 დეკემბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ თქვა, რომ დაუდასტურა გიგია იმედას ძე ლიქოკელს ხევსურეთში არალეგალური ორგანიზაციის არსებობის ფაქტი და თავისი მონაწილეობა შეთქმულების სამზადისში.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 21 ოქტომბერს დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა აღნიშნა, რომ ანტისახელოწიფოებრივ მიძრაობაში ხევსურების გასაწევრიანებლად მასთან ერთად გიორგი გაგას ძე ლიქოკელი მუშაობდა.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 15 ოქტომბერს დაპატიმრებულ ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ხელმძღვანელობა ედებოდა ბრალად.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ თუ ხვთისო კიკოლეს ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 21 ოქტომბერს დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ თუ საბჭოთა ხელისუფლება ბიძია მგელას ძე ლიქოკელს შეავიწროვებდა, ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.