რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს საზაფხულო დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის, მ. ს. შესტაკოვის თავმჯდომარეობით ახალ ხმოსანთა არჩევნები გაიმართა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისში საქართველოს მეურნეობის გასაცნობად ჩამოვიდა ჰოლანდიელი პროფესორი ბერლოშ მოენი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 კაცი, მათ შორის: ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევი, ა. მ. არღუთნსკი-დოლგორუკოვი, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი, არშაკ სერგის ძე ბაბოვი, იგორ სერგის ძე ბაბოვი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ თუ დათვია მგელიკას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მთავარმართებელმა სიღნაღის მაზრის უფროსად დაამტკიცა მაზრის უფროსის თანაშემწე ნ. ა. იგნაციუსი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო კიკვაძის სწავლის პერიოდში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი მისი რედაქტორობით ფარულად უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს „ლამპარი“. ამ ახალგაზრდებს შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, სემინარიის მოწაფეების მიერ დაარსებულ არალეგალურ წრეებში ხელნაწერი ჟურნალები ვრცელდებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში სემინარიის მოწაფეები არალეგალურ წრეებში იკრიბებოდნენ და აკრძალულ წიგნებს კითხულობდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, გამეფებული შეზღუდვების საწინაამღდეგოდ სემინარიის მოწაფეებს დაარსებული ჰქონდათ ფარული წრეები.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში სემინარიელთათვის აკრძალული იყო გაზეთების კითხვა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, სემინარიელთათვის ყველა კარგი წიგნი აკრძალული იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, მოწაფეს უფლება არ ჰქონდა წაეკითხა წიგნი, რომელიც სემინარიის ბიბლიოთეკის კუთვნილება არ იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში განათლების სასტიკი რეჟიმი იყო დამყარებული.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში ბავშვებისთვის ჩატარებული კერძო გაკვეთილები თედო კიკვაძეს ეხმარებოდა მატერიალური პრობლემის დაძლევაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ბათუმში გახსნილ სასწავლებელში რჯულის მასწავლებლად იქაური ხოჯა მიიწვიეს, რათა მეტი აჭარელი ბავშვი მიეზიდათ სკოლაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ბათუმში გახსნილ სასწავლებელში რჯულის მასწავლებლად მიწვეულ ხოჯას პარალელურად საკუთარი სასწავლებელიც ჰქონდა გახსნილი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ორკლასიანი სასწავლებლის რჯულის მასწავლებელმა ხოჯამ იგი საკუთარ სასწავლებელში მიიწვია დასათვალიერებლად. იაკობის გადმოცემით, სკოლის მოსწავლე ქალიშვილები სხაპასხუპით ლაპარაკობდნენ ქართულად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თევდორე კიკვაძე თავის გაკვეთილებსაც ამზადებდა და ბავშვების სასწავლებლადაც ამუშავებდა შესაბამის მასალას.

