საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართველი სპარსელების შესახებ შეხვედრების გამართვას აპირებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ფილიპე მახარაძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობის შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში ფილიპე მახარაძის მიერ გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაზე იმსჯელეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდნენ შალვა ელიავა და სერგო ორჯონიკიძე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ, რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. იგი ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად დახვრიტეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 20 აპრილიდან 1929 წლის 29 ივნისის პერიოდში ჟენევაში საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან მარტინმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს საქართველოს შესახებ (ფრანგული და ინგლისურენოვანი გაზეთებიდან ამონარიდები).

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 21 აპრილს დაპატიმრებული მუსავატელი გიულ ახმედოვი 1927 წლამდე ძიების ქვეშ იმყოფებოდა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925-26 სამოსწავლო წლისთვის ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში უმეტესად მუშებსა და გლეხებს იღებდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ პირი აქტიურ პარტიულ მუშაობას ეწეოდა.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 7 ივნისს ბათუმში, „გოროდოკში“, დააპატიმრეს კოწია სულაქველიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნდა მოწოდება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს კომიტეტი“ (თავმჯდომარე მისტერ ს. ე. მორისი) საქართველოში მოსკოვის წითელი არმიის შემოსევის შემდეგ დაარსდა, რათა საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მიეპყროთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განადგურებისთვის, ახლა აპირებენ კომიტეტის საზოგადოებად გადაქცევას და „საქართველოს მეგობრების“ დარქმევას.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის 25 ივნისს პრაღაში შალვა მაღლაკელიძის დიპლომი გასცეს. იგი მიუნხენის არქივში ინახებოდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის, ანჩინის ფსევდონიმით, წერილი „ქართული საკითხი“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა კარლ კაუცკის ვრცელი მისალმება, წერილი „პატარა ერთა დამოუკიდებლობა“ ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ პარიზში ქართული ჟურნალის გამოცემის შესახებ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილი „ერის თვითგამორკვევა“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ირაკლი წერეთლის წერილის „ეროვნული მოძრაობა და სოციალური იდეალი“ პირველი ნაწილი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა კარლო ჩხეიძის წერილი „მარქსიზმი და ლენინიზმი“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ევგენი გეგეჭკორის წერილი „ბოლშევიზმი საერთაშორისო რეაქციის სამსახურში“.