რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება თარიღი მზარდობით
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის პირველ სექტემბერს პრაღის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გასცა ცნობა, რომ შალვა მაღლაკელიძე აღნიშნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წლის სექტემბრიდან პეტრე ბახტურიძე ქუთაისის აგრონომიული ტექნიკუმიდან მასწავლებლად გადაიყვანეს ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის სექტემბერში სტუდენტი ლორთქიფანიძე სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 8 ნოემბერს ოდუნკურში გამართულ ქართველთა კოლონიის კრებას 80 კაცი დაესწრო. მოისმინეს საქართველოდან ახლად დაბრუნებული ვლასა მგელაძის მოხსენება.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის შესახებ.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – ანანია სტურუა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წელს დავით ჩუთლაშვილი ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს და ფეხისალაგში ჩასვეს. მეტეხში ჩეხოსლოვაკიის ახალგაზრდების დელეგაციას განუცხადა, რომ ფეხისალაგში ახრჩობდნენ იმიტომ, რომ 27 წელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ბოლოს დააპატიმრეს გლეხი, სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე, რომელიც ძმასთან, თედორესთან, ერთად მონაწილეობდა აჯანყებაში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გურიაში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო 26 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა 6-პუნქტიანი მიმართვა „პასუხი ძამანაშვილს და მის ამხანაგებს“ , რომელსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციის მინდობილობით ხელს აწერენ გიორგი ერაძე, დავით ბუაჩიძე, მიკიჩ ვარდოიანცი, ვალოდია გოგუაძე, ვასო ტუღუში, ვლასა მგელაძე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა წერილი „ადამიანის უფლებათა ლიგის საერთაშორისო ფედერაციის საბჭო საქართველოს შესახებ“ 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის აღამასრულებელი ორგანოს, საბჭოს, სხდომის შესახებ, რომლის თავმჯდომარე იყო ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი ვილმოტი.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე იყო ძველი სოციალ-დემოკრატის შვილი, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, ნიჭიერი და მომზადებული ახალგაზრდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე დამოუკიდებლობის დროს ჯერ მუშაობდა ქეთაისში, შემდეგ – გურიაში, ბოლოს – თბილისში და ყველგან ახალგაზრდების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძემ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ გურიაში როგორც ახალგაზრდებთან, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი თბილისში მესამე რაიონის კოლექტივთან მუშაობდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი იყო 22 წლის, სტუდენტი, ბათუმელი მუშის შვილი.

