რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საფრანგეთში ყოფნისას სიმონ ქვარიანი რუსულ ენას ასწავლიდა მსურველებს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საფრანგეთში სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანი მხოლოდ საკუთარი შრომით ირჩენდა თავს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ფილოქსერით განადგურებული ვენახების აღდგენის მეთოდმა, რომელიც სიმონ ქვარიანის შემუშავებული იყო, დიდი სარგებელი მოუტანა სავენახე რაიონებს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა შემოიღო ფილოქსერით განადგურებული ვენახების ამერიკულ ვაზებზე დამყნობით აღდგენის მეთოდი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი თვითგანვითარებაზე და ცოდნის დაგროვებაზე იყო ორიენტირებული.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანმა საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული მევენახეობა-მეღვიენობის საფუძვლები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნამდვილი იტალიური ენის შესასწავლად ტოსკანაში ჩასულ თედო სახოკიას ისე შეუყვარდა ის მხარე და კერძოდ, ფლორენციის მახლობლად მდებარე სოფელი კაპოსტრადა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ზაფხულის თვეებს იქ ატარებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
ევროპული ქვეყნებიდან, სადაც თედო სახოკიას უმოგზაურია, იგი გააკვირვა იტალიამ 1901 წელს თავისი ჩამორჩენილობით სხვა ქვეყნებთან შედარებით.
1901
ტიპი: ღონისძიება
ევროპული ქვეყნებიდან, რომელთაც თედო სახოკია ეწვია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე იტალიამ მოახდინა 1901 წელს გასაოცარი მსგავსებით საქართველოს ბუნებასთან, იდენტური ეკონომიკური ყოფითა და მკვიდრთა ზნე-ხასიათით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს საქართველოში დაბრუნებულ თედო სახოკიას ეგონა, რომ სხვებზე მეტად იცოდა ქართული ენა, თუმცა ქართლში ყოფნამ და ქართლელებთან ურთიერთობამ იგი დაარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.