საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა, რომელიც მოსკოვის ჯალათებმა თავს მოახვიეს ქართველ ერს, იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი მამალაძე, მიხეილ მეიფარიანი, პარმენ სამხარაძე.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „ისევ სოლოვეცის კუნძულები“ მიხედვით, ბოლშევიკებმა აფთონ წულაძე თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვეცის კუნძულზე საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. კუნძული ზღვის გაყინვის გამო 9 თვე მოწყვეტილია სამყაროს. ბანაკში გამეფებულმა სიმხეცემ და პოლიტიკური ტუსაღების წამებამ ევროპის საზოგადოება ააღელვა და მოსკოვის კომისრები იძულებული გახადა, ბანაკი გაუქმებულად გამოეცხადებინათ, გადასახლებულები კი წამოეყვანათ. ჩანს, ისევ განუახლებიათო, აღნიშნულია წერილის ბოლოს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა ლადო ახმეტელაშვილის, შვარცის ფსევდონიმით, „ჰეიდელბერგის „პარტეიტაგის“ გამო“ (წერილი გერმანიიდან) სექტემბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წლიური ყრილობის, „პარტეიტაგის“ შესახებ, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის 350 დელეგატთან ერთად საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა მიხეილ ხუნდაძის წერილი „ახალგაზრდა სოციალისტთა ინტერნაციონალი“.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – კვატაშიძე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ჭიათურის დაცემისას მტერთან შეტაკების დროს ბოლშევიკებს ჩაუვარდა ტყვედ, რადგან ბოლო წუთამდე იბრძოდა და თავისი სიმამაცის მსხვერპლი გახდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვინც კი გამხეცებულ ბოლშევიკებს პირველ დღეებში ხელში ჩაუვარდა ჭიათურა-საჩხერეში, განურჩევლად იმისა, აჯანყებაში მონაწილეობდა თუ არა, ყველა, დაახლოებით 200 კაცამდე, უმეტესობა მაღაროს მუშები და გლეხები, ზესტაფონში გაისტუმრეს დასახვრეტად ილარიონ ტალახაძის და ალექსანდრე ვაშაძის განკარგულებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ზესტაფონის ახლოს ღამის სამ საათზე ვაგონებში ჩამწყვდეულ ტუსაღებს ბატალიონის ჯარისკაცებმა ტყვიამფრქვევი დაუშინეს. დახოცილები ნიაღვრის თხრილებში ჩაყარეს და ისე მიატოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ მახლობელი სოფლების გლეხებმა დააყარეს მიწა უკვე გახრწნილ გვამებს, მათ შორის იყოს იუსტინეს შარაშიძე გვამიც.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ ფილიპე მახარაძე საქართველოს მიერ რუსეთის ჯარით დაპყრობას ქებას ასხამს, აცხადებს, რომ ხალხის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) განიხილეს საქართველოს თანამედროვე შინაური და საგარეო მდგომარეობა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდმა სახელმწიფოებმა იურიდიულად ცნეს საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა, ერთა ლიგა ყოველი ახალი წევრის მიღებას უნდა უმორჩილებდეს ამ უკანასკნელისგან რეალურ გარანტიას, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს აასრულებს. სომხეთის ლიგის წარმომადგენლის, ხატისიანის წინადადებით რეზოლუცია გავრცელდა სომხეთზეც.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ი. ფავლენიშვილი სამხრეთ-ოსეთის აღწერის საქმეს ხელმძღვანელობდა. 

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სიხარულიძე ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კობახიძე მილიციის სკოლის უფროსი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ანანიშვილი სალაროს საპენსიო ნაწილის გამგედ მუშაობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო. 

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს თბილისის კომიტეტის მდივანი იყო ასრიბეკოვი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.