საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო კონტროლიორი ვ. გოგინაშვილი ხელს აწერს ფინანსთა მინისტრისადმი მიწერილ დოკუმენტს სოჭის სკოლებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დოკუმენტში ის აღნიშნავს, რომ სახ. კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია გასცეს თანხმობა აღნიშნულ საკითხზე მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული შედის თუ არა სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. ბოკერია ხელფასის სახით თვეში 200 მანეთს იღებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, პედაგოგ მარიამ დავითის ასულ ხოფერიას, რომელიც ჯამაგირის სახით თვეში იღებდა 100 მანეთს თვიურ ხელფასზე 110 მანეთი დაემატა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პედაგოგ ვ. დ. ცეკვაშვილს თვიურად ხელფასზე 110 მანეთი უნდა დამატებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელ გ. ს. ქავთარაძეს თვიურად 80 მანეთი უნდა დამატებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის პედაგოგ კ. გოროზიანს თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. გოროზიანი ხელფასის სახით თვეში 50 მანეთს იღებდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ერნსტ ლევინთან მოსალაპარაკებლად ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში ჩაფრინდა და საზოგადო კრებასაც დაესწრო. ცინცაძე ცდილობდა, რუსებთან საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწია და ამერიკული კომიტეტიდან ფული მიეღო.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძე ფრანკფურტიდან პარიზში წავიდა, იქიდან კი მიუნხენში აპირებდა დაბრუნებას. შეატყობინა, რომ ვისბადენში წამოწყებული საქმე არ იყო დასრულებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 აგვისტოს თბილისში გაიხსნა მთიელთა კომიტეტის მიერ მოწვეული ჩრდილოკავკასიელ პოლიტიკურ მოღვაწეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ „დობროარმიასთან" მებრძოლი ორი დაჯგუფების ლიდერთა – უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯი ახუშელის – წარმომადგენლები, ასევე დელეგატები ანტიდენიკინურად განწყობილი სხვა მხარეებიდან, სულ – 40 კაცამდე. კონფერენცია გახსნა თავმჯდომარე აჰმედ ცალიგოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნებოდა მთიელთა დაქსაქსული ძალების გამაერთიანებელი პოლიტიკური ცენტრი. კონფერენციამ აირჩია პრეზიდიუმი, მიიღო დღის წესრიგი და მოისმინა კომიტეტისა და სხვადასხვა კუთხის დელეგატთა მოხსენებები.

1919

ტიპი: ავტორობა

პაოლო იაშვილი „დიდი მეჯლისისათვის“ გაგზავნილი მგზნებარე წერილით ეხმიანება თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელებს, იზიარებს მოძმეთა ტკივილს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე გაუმართლდება კავკასიის საზეიმო აღდგომის მოლოდინი.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გიორგი ვეფხვაძის მეთაურობით გერმანიაში „ანტიბოლშევიკური პოლიტიკური კავშირი“ დაარსდა. ორგანიზაციაში მისი საქმიანობა არ ჩანდა, რადგან ისინი ცინცაძისა და ერნსტ ლევინის მოლაპარაკების შემდეგ აპირებდნენ გააქტიურებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ საგანგებო ანკეტით მიმართავს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. თემა ერთადერთია: რას ფიქრობს საქართველოს მოძმე დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიელ მთიელთა ბრძოლაზე, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაზეთის ამ ნომრის რესპონდენტები არიან: რაჟდენ არსენიძე, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილისა და მიხეილ ალშიბაიას საქმის შესახებ სასამართლოში ჩვენება მისცა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 14 ივნისს შალვა მაღლაკელიძე 1941 წელს ბალტიიდან გადასახლებული ხალხის ხსოვნასადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს გერმანიაში მისწერა, რომ ბალტიელების სამგლოვიარო საღამოზე სამი ქვეყნის წარმომადგენლები გამოვიდნენ სიტყვით. მათ სურდათ, რუსეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ერთად ბრძოლაზე ეფიქრათ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ბალტიელებისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო საღამოზე რუმინეთში მოღვაწე მნიშვნელოვანი პოლონელი და რუმინელი პიროვნებები გაიცნო. მათ საქმანი შეხვედრა დათქვეს.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ბალტიელების სამგლოვიარო საღამოზე მაგომა და კანტემირი ნახა. ის მომავალში მათთან შეხვედრას აპირებდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სპირიდონ კედია შვეიცარიიდან წამოიყვანეს და კლინიკაში დააწვინეს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სხირტლაძე გერმანიაში არსებულ „ამერიკულ კომიტეტში“ მუშაობდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პარიზში დაარსებული ქართული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და მთავრობის წევრები ჯამაგირს იღებდნენ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კორძაია „ამერიკული კომიტეტის“ კადრების უფროსის კონსტანტინე კრომიადის თანაშემწედ დანიშნეს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ამერიკულ კომიტეტში“ მათ მუშაობას რუსები, აზერბაიჯანელები და ჩრდილოკავკასიელები არ ეწინააღმდეგებოდნენ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ამერიკულ კომიტეტში“ მათ მუშაობას მხარს უჭერდნენ: ნოე ცინცაძე, ევგენი გეგეჭკორი, აბდურახმან ავტორხანოვი, კონსტანტინე კრომიადი და სხირტლაძე. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა რესპ. შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ბრძანება. ტოვებს რა მთავარსარდლის პოსტს, იგი აღნიშნავს მეომრების გმირულ სამსახურს სამშობლოსადმი, იხსენებს წითელ ხიდთან ბრძოლას და სხვ., და მადლობას უხდის ჯარსა და სახალხო გვარდიას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.