საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს გიორგი გაბუნიამ დაამთავრა თბილისის მე-14 შრომის სკოლა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926-1927 წლებში მიხეილ ჯაფარიძე იყო მსახიობი თბილისის მუშათა თეატრში.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს მიხეილ ჯაფარიძემ დაამთავრა თეატრალური სტუდია.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს არჩილ ჩაჩიბაიამ დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი სენაკში.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს ირაკლი აბაშიძემ დაამთავრა ხონის საშუალო სასწავლებელი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს ირაკლი აბაშიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” დაიბეჭდა ლავრენტი ჭიჭინაძის პირველი ლექსი.

1926

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე მეძველიამ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1926 წელს.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაამთავრა ხონის ცხრაწლიანი შრომის სკოლა.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს კონსტანტინე მეძველიამ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა „ჩემი ამბვედი“.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.

1926

ტიპი: ავტორობა

მოსე ჯანაშვილმა აღწერა 1926 წელს სიონ-უნივერსიტეტის განყოფილებაში შემოსული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერები №1-4530.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა შიო მღვიმელის „ცელქები“.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ფილიპე მახარაძემ შეადგინა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე ხაზს უსვამდა, რომ მწერალს მთელი ამიერკავკასიის გლეხობის წინაშე ჰქონდა დიდი დამსახურება, როგორც ლიტერატურულ, ასევე სამსახურებრივ ასპარეზზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის იცავდა გლეხების ინტერესებს.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე მას პროგრესული იდეების მქონე საზოგადო მოღვაწედ მოიხსენიებდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს თბილისში დაიხურა მუსავატელების არალეგალური სტამბა, მესტამბე – ფირუდინ გაჯიევი.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წელს მეტეხის ციხეში იჯდა პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იერემია მუჯირი. მას ორგანიზაციის წევრობისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წელს მეტეხის ციხეში იჯდა პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ქუთათელაძე. მას ორგანიზაციის წევრობისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წელს სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე ბანდიტიზმის ბრალდებით სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.