რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს ქართული ენის უცოდინრობის გამო თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის პირველ მოსამზადებელ კლასში დასვეს, მეორის ნაცვლად.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობა ხშირი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში თედო სახოკიას მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობას იმდენი მომხრე და მიმდევარი ჰყავდა, რომ ეს საქმიანობა სირცხვილად არ ითველბოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შვიდი წლის განმავლობაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობა მუდმივ შიმშილში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1884 წლებში პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია მარტვილის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლები იყვნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გადატანილი ყვავილას ავადმყოფობის შემდეგ დუტუ მეგრელს ჯირკვლები გაუსივდა და იძულებული გახდა გიმნაზიის დასრულებამდე მუდამ კისერშეხვეულს ევლო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1887 წლებში დუტუ მეგრელს თავს დამტყდარმა ავადმყოფობებმა და იმან, რომ ღმერთი ყურად არ იღებდა თხოვნას განკურნების შესახებ, ადრევე აუცრუა გული სარწმუნოებასა და ღმერთის სამართლიანობაზე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა წერა დაიწყო გრიგოლ აბაშიძის გავლენით, რომელიც მასზე უფროსი იყო და ხალხი უკვე იცნობდა, როგორც ნიჭიერ პოეტს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მოსწავლეების დაცინვამ აიძულა გაეხადა თავისი „სალდათური“ მუნდირი და მათსავით შინ მოქსოვილ შალის ხალათში გამოწყობილიყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს ჩასაცმელი, რომლითაც თედო სახოკია მამამისმა მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა, მაშინდელი ჯარისკაცის მუნდირის ასლი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს, როდესაც მამამისმა ტიმოთემ თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა, თედოს უშინსკის „Родное Слово“ უხსენებია, ქართული ენა კი არ მისწავლიაო, უთქვამს დარცხვენით.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს თედო სახოკია მამამისმა ტიმოთემ მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა იმ იმედით, რომ რაკი თედომ რუსული იცოდა და უშინსკის „Родное Слово“ ესწავლა, მეორე მოსამზადებელ კლასში მის მიღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს, რადგან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიას ქართული უნდა სცოდნოდა, ენის შესასწავლად მამამ თავისი ბიძას, შიო იოსავასთვის მიაბარა ზაფხულამდე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, პაპა მას ხშირად რუსულად „მამაო ჩვენოს“ თქმას სთხოვდა.
1877
ტიპი: განათლება
1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელის ოჯახს მამის სიცოცხლეშიც ძალიან უჭირდა და 1877 წელს ზაქარია დედაბრიშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1873-1877 წლებში წილკანში გადასული ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახი იქ ორ ოთახში ცხოვრობდა. ზაქარიამ ვეღარ მოასწრო საცხოვრებლისთვის რამის მიმატება, რადგან მალევე გარდაიცვალა.

