რეგისტრირებული ფაქტები81501
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა რესპ. შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ბრძანება. ტოვებს რა მთავარსარდლის პოსტს, იგი აღნიშნავს მეომრების გმირულ სამსახურს სამშობლოსადმი, იხსენებს წითელ ხიდთან ბრძოლას და სხვ., და მადლობას უხდის ჯარსა და სახალხო გვარდიას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების პირადი საქმის მიხედვით, ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე ქართული სკოლა „განათლების“ მასწავლებელი იყო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 2 იანვრიდან 1915 წლის პირველ სექტემბრამდე ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის აზნაურთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაქორწინდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი, იოსები. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის პირველი სექტემბრიდან 1892 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლობდა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 2 დეკემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირქტორმა კავკასიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთხწლიან სკოლაში უფროს მასწავლებლად დაამტკიცა. ბოცვაძე იქ 1905 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის სექტემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე მსახურობდა ყოფილ სათავადაზნაურო (შემდგომში ვაჟთა მე-7 გიმნაზია) გიმნაზიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის გუბერნიის მე-2 რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე ითხოვდა შუამდგომლობას დაბალ სასწავლებლთა მთავარ-გამგის წინაშე მასწავლებელ მღ. აბიბო ბოჭორიშვილის ჯამაგირის დანაკლისის ასანაზღაურებლად ( 372 ლ. 20 კაპ. ). სამინისტრომ ვერ შეძლო შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ხოლო მთვრობის წინაშე ასეთი უმნიშვნელო თანხის შესახებ შუამდგომლობის აღძვრა უხერხულად მიაჩნდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ნოემბერს ნეოფიტე იერემიას ძე ბოჭორიშვილი სოხუმის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ერეკლე ბურჯანაძე თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილი მსახურობდა მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში ექვსი წლის განმავლობაში. ის ითვლებოდა პეტროგრადის ქალთა უმაღლეს-ბესტუჟევის-კურსების მსმენელად.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სოფიო ბუტულაშვილი ქუთაისის „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.